შეგონება

გაითვალისწინეთ ეს შეგონება!
 ყოველ ადამიანში ცოტაოდენი შურიანობა მაინც არის, ჩემშიც და შენშიც მკითხველო, ამიტომ ეს გრძნობა ჩვენში ძირფესვიანად, რომ აღმოვფხრათ, თითოეულმა ჩვენთაგანმა გავითვალისწინოთ ეს ბრძნული და მრავლის მთქმელი შეგონება.
     ერთხელ, საღამოჟამს სამი მუსიკოსი გამოსულიყო მოედანზე, იდგნენ და უკრავდნენ, თვითონაც სიამოვნებდათ და სხვებსაც სიამოვნებას ჰგვრიდნენ.გარს შემოკრული ხალხი ფერხულს უვლიდა მათ გარშემო, უკრავდნენ სალამურზე, ჭიანურის და სტვირის შეწყობილ მუსიკისაგან აღტაცებულნი.
    ერთი ყრუ მიეახლა ამ მუსიკოსებს, მას არც ხმა ესმოდა და არც სიტყვა.
    – რა სულელია ეს ხალხი! გაიფიქრა ყრუმ – სამი კაცი ხელს აფათურებს, ერთს ლერწამი გაურჭვია პირში, მეორეს ხის ნაჭერი აუღია და ძელისავე წკეპლით უხახუნებს ზედ, ხოლო მესამეს გაბერილი ქუდი პირთან მიუტანია, და ეს ამდენი ხალხი შლეგურად როკავს ამ ამბის შემყურე!
    როდესაც ადამიანის მიერ ჩადენილ სიკეთეს ვეღარ ჰხედავს შურისგან აღვსილი სხვა პიროვნება, და მის სიკეთეში წუნი შეაქვს, იცოდე მკითხველო, ამ ყრუს მიაგავს იგი, იმ სამთა ტკბილ მუსიკოსის ვერ შემსმენელისა.
    სანამ ჩვენს ძმას ვეტყოდეთ, რომ მას თვალში ბეწვი აქვს, მანამ ჩვენი დირისგან გავნთავისუფლდეთ.
Advertisements
Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s