Archives

>და ყველაფერი ასე დაიწყო, მე ის მომწონდა…

>     მაშინ სულ რაღაც 15 წლის ვიყავი, როდესაც დედამ ბინა ერთ სტუდენტს მიაქირავა. იმ დღესვე შემოიჭრა ჩემს გულში, მეხსიერებიდან ვერ ამოვშალე მისი გრძელი და შავი თვალ-წარბი, ერთმანეთს თავიდანვე შევეწყვეთ, “პატარა” მეძახდა, თუმცა ჩვენს შორის 8 წელი იყო განსხვავება. ის წლები უბედნიერესი იყო ჩემთვის,გაღვიძენბისას და დაძინებისას სულ მას ვხედავდი, ძილის წინ შუბლზე რომ არ ეკოცნა ისე არ დაიძინებდა უფროსი ძმასავით მექცეოდა… ძმასავით?!….მოგვიანებით მივხვდი, რომ ის ჩემს ცხოვრებაში და ჩემს გულშიც შემოიჭრა, მე ის მიყვარდა.
     ერთ დღეს გავიგე, რომ ჩვენგან მიდიოდა, ჩვენს წინ ეყიდა ბინა, და აი ბედის ირონია ჩემი ოთახი მის ფანჯრებს უყურებდა, ხშირად ვიდექი ფანჯარასთან, ის გახდა ჩემი საყვარელი ადგილი… თავი მარტოსული მეგონა, ჩემში სიცარიელემ დაისადგურა, ვეღარ ვიძინებდი, რადგან ძილის წინ მისი ტუჩები არ მეხებოდა, გაღვიძების სურვილიც კი არ მქონდა, რადგან ვიცოდი, რომ ის აღარ მომილოცავდა ახალი დღის გათენებას.იშვიათად ვხედავდი, ჩვენთან აღარ მოდიოდა….ზაფხული ახლოვდებოდა, ოღონდ ამ ზაფხულს მის გარეშე უნდა შევხვედრილიყავი. 25 ივლისი, 19 წლის გავხდი, მეგობრებმა მომილოცეს, ბევრი იხუმრეს, მაგრამ მე არაფელი მახარებდა. პირველი დაბადები დღე იყო მის გარეშე. უცებ ტელეფონმა დაიწრიპინა… sms  მომივიდა….” კარები გააღე” მხოლოდ ეს ეწერა. გოგოების მორიგი ხუმრობა მეგონა, მაგრამ ღია კარებში…19 წითელი ვარდი დამხვდა, ბარათით…”გილოცავ პატარავ!”
    დღეები მიდიოდნენ……ფერი ფერს ცვლიდა და მაშინ როდესაც ზეცა უხვად ფანტავდა ფაიფქებს….რომლებიც უმოწყალოდ ითელებოდნენ ადამიანების ნაბიჯებს ქვეშ….რომლებიც ტალახად იქცეოდნენ და კარგავდნენ სისპეტაკეს….როცა დათვივით სახლიდან გამოსვლა არ გინდა და დილით ადგომა გეზარება….სწორედ მაშინ გამერვიძა და მოპირდაპირე ფანჯარაში ის დავინახე, ქალთან ერთად, სუფთა ჰაერით ტკბებოდნენ….მეგონა იმ დროს მიწა გამომეცალა ფეხქვეშ, მეგონა ზეცა დამემხო თავზე….
     მოგვიანებით გავიგე, რომ ცოლი მოიყვანა და თაფლობისთვით ტკბებოდა, მე კი….მე კი…. ერთხელაც ქუჩაში შემხვდა….
  __  როგორ გაზრდილხარ პატარავ – მისი ბაგე ისევ შემეხო შუბლზე, მაგრამ ის ამჯერად ცივი იყო როდორც ზამთარი….
  __  ხო გავიზარდე…..
  __  გალამაზებულხარ….
  __  ხოო?, მაგრამ არა შენი ცოლივით…..
  __  ხო ცოლი მოვიყვანე  __  სიცუმე ჩამოვარდა, ჩვენი თვალები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს, და ასე ვიყავით რამოდენიმე წამს…
  __  პატარავ, ჩემი გამოგზავნილი ყვავილები მოგეწონა?
  __  ის ვარდები? არ მეგონა…რომ გახსოვდა…
  __  როგორ? ჩემი პატარას დაბადების დღე?
  __  არ გინდა….
  __  მინდა, რომ ჩემი შვილის ნათლია იყო
  __  ნათლია?  იცი რა?..არა…არა მგონია ეს კარგი აზრი იყოს..
  __  გთხოვ, გთხოვ უარს ნუ მეტყვი, რა გემართება?
  __  მარტო დამტოვე გთხოვ….წადი…. ხო კარგი კარგი მოვნათლავ….ეხლა წადი…
    თხოვნა შემისრულა…იმ დროს სიკვდილი ინდოდა. მის თვალებში იგივე სითბო იყო,  “დაიკო”, “ნათლია”, ამ სიტყვებს ვერ ვიტანდი, ვერაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ მასზე… მხლოდ მასზე…
    ნათლობის დღეც მალე დაიმიშნა, მიხაროდა და ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ ის იყო ბედნიერი…..
    წლები გადიოდა….მე კი მხოლოდ ნათლია ვიყავი, მთელი ცხოვრება მათ მიუძღვენი….

    სულაც არ ვგრძნობ თავს მარტო, ის ხშირად ურეკავს თავისი შვილის ნათლიას, ისევ პატარას მეძახის. ის ეხლა მარტოხელა ბაბუაა, ერთად ხსირად ვართ, მან კი დღემდე არაფერი იცის ჩემი გრძნობების შესახებ, არ იცის, რომ ჩემი სული მისკენ ისწრაფვის, როგორც ზღვის ტალღა ნაპირისაკენ, როგორც ირემი წყალოსკენ, ეს სიყვარული ჩემზე დიდია და მე ის წამლეკავს. მე ვწერ  სიყვარულზე ახალ ქმნილებას, რადგან მას უთხრა, რომ ის არის მზე მე კი მთვარე, რომ ის არის სიცოცხლე და მე ფაერი, რომ მე შევერევი გაზაფხულის წვიმას, რათა გზა დაუნამო მას,, გადავიქცევი მთვარის მელანქოლიად, რადგან გზა გაუნათო….და ასე დასნეულდება ჩემი ცხოვრება კენტად დანთებული სანთელივით, ნელნელა ცრემლად ცაიღვენთება, დაიფერფლება და ისე უაზროდ, რომ არავითარი ნაკვალევი არ დამრჩება ამ ქვეყანაზე, ჩუმად დაიხუჭება ჩემი სევდიანი, ღამესავით უძირო, ტკივილით სავსე თვალები და ჩემი ოცნება აუხდენელი სიზმარივით შერჩება წამწამებს.

Advertisements

>back to the past

>     ჩემს პირველ პოსტში ვთქვი, რომ ბავშობაში ვმწერლობდი, სკოლაში “მოსე მწერალს” მეძახდნენ, ბანაკში “თეთრ მწერალს”, სახლში “მოცლილს”
    მაგრამ, მე მაინც ვწერდი და ვწერდი და ეხლა, რომ ვკითხულობ ხოლმე ჩემს ჩანახატებს, მეცინება ” რა სულელი ბავშვი ვიყავი” ან საიდან მქონდა ამდენი წარმოსახვის უნარი, თუმცა რომ უფიქრდები მთლად წარმოსახვაც არაა, ზოგიერთი ეპიზოდი რეალური ცხოვრებიდან მაქვს არებული, ზოგი ცემი და ზოგიც სხვისი. ზოგში ჩემს განცდებს, შეხედულებებს გამოვხატავ.ზოგი ძალიან მიამიტური და უბრალოა, ბავშური თუმცა დიდი სიყვარულია ყველგან ასახული.
     არა შეყვარებული არ ვიყავი, როცა ამათ ვწერდი….მართლა. ზოგიერთს დავპოსტავ თანდათანობით და თქვენ განიხილეთ, ოღონდ ძაან მკაცრადაც ნუ გამსჯით, ეს ხომ ბავშვის ჩანაწერებია 2005-2007წწ.