Archives

>რჩევები დიასახლისებს

>

   __  შაქრის ნატეხს თუ ჩაიდანში წინასწარ ჩააგდებთ, მდუღარეს ჩასხმამდე, ჩაიც უფრო არომატული და მაგარი გამოვა.
__  ხახვს მოშუშვის წინ მოაყარეთ ფქვილი, ხახვი მიიღებს ოქროს ფერს და არ დაიხრაკება.
ხახვი კარგად, რომ შეწითლდეს, უმჯობესია ცხიმში ჩაამატოთ ცოტაოდები შაქრის ფხვნილი.
  __  რომ შეამოწმოთ, რამდენად ახალია კვერცხი, ჩაუშვით იგი მარილიან წყალში ახალი კვერცხი ცაიძირება,ძველი ზედაპირზე ამოტივტივდება. კვერცხი მოხარშვისას არ დაიბზარება თუ ქვაბში თავდაყირა ჩადებთ თეფშს.
  __  თევზის ნაჭრები შეწვისას არ ჩაიშლება, თუ წინასწარ სპეციალურ ფხვნილში ამოავლებთ.
  __  შემწვარი კვერცხი (“ომლეტი”) გაცილებით ნაზი და გემრიელი გამოვა, თუკი გათქვეფილ კვერცხში ოდნავ შემთბარ რძესა და ცოტაოდენ საფუარს ცაუმატებტ.
  __  შაქრის ფხვნილში შეურიეთ დაფქული დარიჩინი, როზმარინი ან პიტნა. მასინ თქვენი ცაი და ყავა პიკანტურ, განსაკუთრებულ გემოს შეიძენს.
  __  რაც ნაკლებ წყალს გამოიყენებთ ბოსტნეულის ხარშვისას, მით ნაკლებ ვიტამინს დაკარგავთ.გარეცხვით კი გულდასმით გარეცხეთ.
  __  თუ ქათამს შეწვის წინ ცოტაოდენ არაჟანს წაუსვამთ. იგი ლამაზად დაწითლდება და დაიბრაწება. ხოლო, თუ შეწვისა შემდეგ ცივი წყლითაც დანამავთ, კანი ხრამუნა და გემრიელი გახდება.
  __  უმი კვერცხი შეიძლება ისე შეინახოტ, რომ ნახევარი წელიც არ გაფუჭდეს, ამისათვის საჭიროა სპეციალური ხსნარის მომზადება.
 მომზადების წესი: ერთი კგ. მარილი გახსენით 5 ლ. წყალში, დაუმატეთ 2-3 ჩ/კ. გამომწვარი კირი.კვერცხი ჩალაგეთ თიხის ჭურჭელში და დაასხიტ მომზადებული ცივი ხსნარი.
  __  მაცივარში კვერცხი დაახლოებით ორ კვირას ინახება, ხოლო თუ მათ სათითაოდ შევახვევთ ქაღალდში და კვირაში ერთხელ გადავაბრუნებთ, შენახვის ვადა ბევრად გახანგრძლივდება.
  __   თუ მაცივარი არ გაქვთ, მაშინ თითოეული კვერცხს თხლად გადაუსვით ქონი ან მზესუმზირის ზეთი, ესეც ხელს უწყობს კვერცხის დიდხანს შენახვას.

Advertisements

>კომბოსტოს რულეტი ნიგვზით

>

1 კგ. კომბოსტო ჩავდო წყალში, დავასხათ მდუღარე წყალი და ჩავთუთქოთ. მოხარშული კომბოსტო სათითაოდ ფოთლებად დავარჩიოთ და გავშალოთ ერთმანეთზე მიყოლებით სივრცეზე.
 1/5 ჩ/ჭ ნიგოზი  გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და გავხსნათ ცოტაოდენ ძმარში, დავამატოთ ყვითელი ყვავილი, ხმელი სუნელი, ხმელი ქინძის კაკალი (დაფქული), შავი წიწაკა, მარილი: ეს ყველაფერი კარგად აუროთ და ბოლოს მოვაყაროთ ბროწეულის კაკლები. ნიგვზის ფარში გავანაწილოთ კომბოსტოს ფურცლებზე და გადავახვიოთ რულეტისებურად. მიეცით ფორმა და შემდეგ დავჭრათ ნაჭრებად.

>ყავის ლიქიორი

>

ნელ ცეცხლზე მოვხალოთ 50გრ, ყავა, გადმოვიღოთ და დავამატოთ 1 ჩ/ჭ ადუღებული გაციებული წყალი. 3 ლ. წყლისაგან და 2 კგ. შაქრისაგან მოვადუღოთ სიროფი და გავაციოთ.
მოხალული ყავა გავწუროთ დოლბანდში და გაწურულ სითხეს ჩავასხათ მოდუღებულ სიროფში.დაუმატოთ 0/5 ლ. სპირტი. კარგად აურიოთ, ყავის ლიქიორისთვის 0/5 ლ. სპირტი საკმარისია, ხოლო თუ გსურთ მაგარი ლიქიორი, შეგიძლიათ დაუმატოთ სპირტი გემოვნებით.

>სტაფილო თქვენს სუფრაზე

>    სტაფილო ერთნაირად სასარგებლოა ბავშვებისთვისაც და უფროსებისთვისაც. იგი შეიცავს კაროტინს, რომელიც  კუჭში მოხვედრისთანავე გარდაიქმნება ვიტამინ A-დ. ადამიანები, რომლებიც ხშირად ჭამენ უმ ან მოხარშულ სტაფილოს, არასოდეს ავადმყოფობენ გლაუკომით. ნებისმიერმა ქალმა, რომელიც ზრუნავს საკუთარ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე, უნდა იცოდეს, რომ სტაფილო აუცილებელია სახის კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის.

 მაგრამ იმისათვის, რომ ორგანიზმმა            
სტაფილოდან კაროტინი შეითვისოს,
მოხარშული ან გახეხილი უმი სტაფილო
აუცილებლად უნდა შეაზავოთ არაჟნით ან
 კარაქით. განსაკუთრებით სასარგებლოა
სტაფილოს წვენი.
     სტაფილო ძალიან გემრიელი იქნება, თუ იმ წყალში, რომელშიც სტაფილო იხარშება, რამოდენიმე ნატეხ შაქარს ჩააგდებთ.