Archives

დაიგვიანე

შენ მაშინ მოხვალ, მარტოობას როცა შეიგძნობ,
ათიათასში გამომარჩევ და მე შემიცნობ.
როს უჩემობა შეგაშინებს დაიღრიალებ,
მაგრამ რაღა დროს, უკაცრავად, დაიგვიანებ.
ჩემს სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს,
ლექსები შენზე, უშენობით აღარ იტირებს
გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ
მაგრამ რაღა დროს უკაცრავად მე ვერ გაგითბობ.
იმედის ფერი ფერს დაკარგავს და წაერთმევა
ყველაფერს სხვისით სხვა სახელი გადაერქმევა
შენ მოხვალ, როგორც უმწეო და ხელებშიშველი
მაგრამ რაღა დროს უკაცრავად, ვეღარ გიშველი.
გაგიჭირდება სიამაყეს მაინც შელახავ
წვიმაში მზეში და ნისლებში ვერსად ვერ მნახავ
მომძებნი სადაც დაგეძებდა ჩემი ფიქრები
მაგრამ რაღა დროს, უკაცრავად იქ არ ვიქნები.
მე უშენობით ვალმოხდილი დავიღრიალებ,
როცა გეძებდი, სად იყავი? დაიგვიანე
მთელს სამყაროში ერთი მყავდი ზღაპრად მიმყავდი,
ახლა რაღა დროს, უკაცრავად, მე შენ……..მიყვარდი!

Advertisements

>ქრისტე აღსდგა!

>

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;
მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

>მინატრე როცა

>მინატრე როცა…გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის ,
როცა თვალებში ჩაგიდგება ვნებისკენ
ლტოლვა…
მინატრე როცა..თოვლისფერი აპრილი მოვა,
როცა მზის სხივი უკანასკნელ სამოსელს გაგხდის.
მინატრე ყველგან…..სიყვარული დაგაკლდეს როცა ,
როცა თვალებში ჩაგიდგება სურვილი ჩემი ,
როცა შენს ფერხთით დაიბნევა ათასი ფერი
და შენს სარკმელთან სიყვარულის ქალღმერთი მოვალ.
მინატრე ღამით,დამილოცე დეკემბრის თოვა
და როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჟე მარტის ,
მინატრე როცა…თოვლისფერი აპრილი მოვა ,
მინატრე როცა…გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის.

>საფლავი

>

ცრემლი დაღვრილი და დასაღვრელი ისე წმინდაა
რომ მისი ფასი დედამიწაზე არავინ იცის
და ერთადერთი მე რის გამოც სიკვდილი მინდა
მინდა შევიგრძნო დანამული სხეული მიწის
ო როგორ მინდა რომ შემეძლოს ახლა სიკვდილი
რომ სიცოცხლეზე უკანასკნელ ჰანგად ვიმღერო
მინდა ჰო მინდა რომ დასრულდეს ბრძოლა ჭიდილი
უკანასკნელად სიკვდილის წინ მინდა ვიმღერო
სიტყვები თითქოს მითავდება ბინდი მიტაცებს
და ამ სიცოცხლის შარბათს ვიღაც ხელშივე მაცლის
თითქოს სიკვდილი სამოთხისთვის მანამ მიტაცებს
სანამ ცოდვების სამყაროდან დრო არის გაცლის
მოდით მიწოდეთ სამყაროში სიცოცხლის მონა
მე ტყვედ ჩავბარდი უკვდავებას და მიხარია
გთხოვთ მოიტანეთ ჩემს საფლავზე ვარდების კონა
და მითხარით რომ ყველაფერი ეს სიზმარია
მოდით დალიეთ თითო ჭიქა ვნების ფიალა
გადამაქციეთ აკლდამაზე თვით სისხლი უფლის
დალოცეთ ყველა ვისაც წვავდა გრძნობის იარა
გადამაყარეთ ნამცეცები გრძნობათა სუფრის
მე საფლავიდან ამოვხეთქე ამ სათუთ ლექსად
დავიბადები ალბათ მარტში სანატრელ თავსხმად
ვერ მოისვენებს ჩემი გული უთქვენოდ ვერსად
და დავბრუნდები სამყაროში წვეთების ასხმად

>ჩამკიდე ხელი!!!!

>

ეხლა გიყვარდე,სანამ ცოცხალი ვარ,ეხლა მიწამე.
ეხლა ჩამკიდე ხელს-ხელი და აღარ გამიშვა,
ეხლა მეფერე სიყვარულით,ეხლა გახსოვდე!
თორემ ჩვენ ყველა, დღეს, თუ ხვალ,მოკვდავნი ვართ.
ცხოვრების კიბეს,ვერვინ ხედავს ბოლომდე კარგო,
ეს იმას ნიშნავს,რომ ,ბოლომდე ძლიერნი არ ვართ,
იქნებ გათენდეს ხვალინდელი დღე უჩემოდ და,
და გაზაფხულიც,ის ნანატრი უჩემოდ მოვა.
ეს ძვირფასი დრო აღარ ვფანტოთ,ფუჭად,უაზროდ,
ყოველ წამს მივცეთ რეალური დანიშნულება,
თორემ ცხოვრება მიქრის სწრაფად,უმისამართოდ,
გაგვიფრინდება პეპელასავით,გაგვიფრინდება.
რა ოხრად გინდა ცოცხლობდე, და არ იცოდე,რატომ ან რისთვის.
და რისთვის ცოცხლობ?თუ კი შენში ბუდობს სატანა,
გაიფერადე ეგ ცხოვრება ღვთის სიყვარულით,
ადამიანო!გთხოვ შეცდომა აღარ დაუშვა!
დროს ნუ დაკარგავ,სიძულვილის,გოდებისათვის,
განგრძე სიცოცხლე,ბედნიერი,წმინდა ცხოვრებით,
გიყვარდეს მუდამ,წრფელი გულით მე ამას შეგთხოვ,
ბედნიერი ხომ ის არის,ვისაც ტაძარი აქვს გულში აგებული.
ეხლა გახსოვდე,ეხლა გწამდეს ჩემი სიცოცხლის
და გამიფრთხილდი,სანამ შენთან ყოფნის ჟამია,
მე იცი?არასოდეს დაგტოვებ მარტოს,
კვლავ მეყვარები,თუ კი ღმერთი გამაჩენს ისევ,ჩამკიდე ხელი!!!!

>დამიბრუნეთ!

>

ეხლა უფრო ვეცოდები ღამეს,

პირველია და დაიწყო ორი,

ახლოსა ვგრძნობ სინანულის წამებს,

სიხარულის წამებია შორი.

ეხლა ჩემთან განშორება სახლობს

და ლოგინი ცივ სამარედ იქცა,

წუხელ ვგრძნობდი ზეცა იყო ახლოს,

ეხლა უფრო ახლოსაა მიწა.

ეხლა აზრი გაგიჟებას ითხოვს,

ლანდი მეფობს აქაცა და იქაც,

მეჩვენება ვიღაც ელის სითბოს,

კიბეებზე ამოვიდა ვიღაც…

და ეს ღამე უძილობას მისევს,

გული კვნესის მოვსებული გესლით,

სიყვარული დამიბრუნეთ ისევ!

დამიბრუნეთ!

დამიბრუნეთ!

გესმით?

>მარტი მაჩუქეთ…

>

მარტი მაჩუქეთ…

მისი ქოლგებით,

მისი იისფერ – რუხი ავდრებით,
მოდით და მნახეთ, ნუ დაიზარებთ,

ხომ იცით, როგორ გამეხარდებით…

მაჩუქეთ მარტი, მისი დაქანცვით,
მისი ხმებით და მისი ფერებით,
ერთი ყვითელი ძაფი მზის სხივით
და ენძელების თეთრი ყელებით…
მისი დაბნევით,მისი დათენთვით,
ქარით ,ცრემლით რომ სული ევსება,
მარტი მაჩუქეთ, ანდა მომყიდეთ,
ძალიან ძვირად, მთელ ჩემს ლექსებად…
მაჩუქეთ მარტი
მისი ქოლგებით,
მისი იისფერ – რუხი დარებით,
მარტი მაჩუქეთ, ანდა მომყიდეთ
ძალიან ძვირად,
გ ე მ უ დ ა რ ე ბ ი თ!…