Archives

ლ ა ლ ი – ნაზი ქალი დიდი ტკივილით

ამერიკის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ ქალთა ისტორიის თვისადმი მიძღვნილ საუკეთესო ამბების კონკურსს.

ცეცხლის ალში გახვეული სოხუმი, ქართველები ტოვებენ წლებით ნალოლიავებ სახლებს, აყვავებულ ბაღნარებს…

გადის დრო … თითქოს იარები ოდნავ ყუჩდება …საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტული დევნილები ნელ-ნელა ეგუებიან ახალ ცხოვრებას …

წყატუბოში, ერთ-ერთ სანატორიუმში პატარა ლალი ცხოვრობს დედ-მამასთან ერთად, მას ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული ოჯახის და სრულიად საქართველოს უბედურება …

ტოლ-ამხანაგებში ჩვეულებრივად თამაშობს, ანცობს და მშობლების ატკიებულ გულებს მალამოდ ჰფენს თავის ბავშვურ სითბოსა და სიყვარულს.

ოჯახში ლალის დაბადების დღე ყველაზე დიდი ზეიმია … ის ხომ მშობლების ერთადერთი შვილია. მამას შვილისთვის სიურპრიზის გაკეთება და თერთმეტი წლის განსაკუთრებულად მილოცვა სურდა, თუმცა ვერ შეძლო, რადგან სწორედ იმ დღეს, 18 ივლისს გარდაიცვალა.

გადის წლები, თექვსმეტი წლის სრულიად მოულოდნელად, ძირითადად დედის და სადედამთილოს გადაწყვეტილებით თერთმეტი წლით უფროს მამაკაცზე უსიყვარულოდ თხოვდება …

იწყება ნაცრისფერი დღეებით აღსავსე ცხოვრება, ცრემლი, ტკივილი, დამოუკიდებელი აზრის უქონელი და მხოლოდ დედის სიტყვების მორჩილი მეუღლე … პირველი შვილი, პირველი დიდი სიხარული და ტკივილი, რადგან ოთოს უკვე შვიდი თვიდან ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. დაუდგინდა დიაბეტი, გულის მანკი და ცხრა თვისას უკვე ოპერაციაც დასჭირდა.

   ეს არ აკმარა უბედურებამ, რომ მეუღლეს უკურნებელი სენი დაუდგინეს, ყოველ წელს უარესდებოდა მისი კიდურების მოძრაობა, სიარული აღარ შეეძლო დახმარების გარეშე. გახდა ეგოისტი, ეჭვიანი, აუტანელი იყო მასთან ცხოვრება, მაგრამ ლალის ეცოდებოდა და არ უნდოდა მისი მიტოვება. ასე გასტანა 8 წელიწადმა, გაჭირვებაში და სისტემატიურ ოჯახურ კონფლიქტში. 8 წლის შემდეგ ლალი მეორე შვილს აჩენს უკეთესი მომავლის მოლოდინით, თუმცა მეუღლის ეგოიზმმა და ეჭვიანობამ კიდევ უფრო იმატა. ერთი წლის იყო სანდრო, როდესაც ლალი სამუშაოდ გავიდა, დღე და ღამეს აერთიანებდა ოღონდ შვილებისათვის არაფერი მოეკლო.

ერთხელ სამსახურიდან მოსულს მეუღლე გაღიზიანებული დახვდა, ეჭვიანობის ნიადაგზე იმატა კონფლიქტმა. ის საღამო საშინელი იყო, მეზობლემა ძლივს გადაარჩინეს ლალი და ოთო, მეუღლე მოკვლით ემუქრებოდა.

ორ შვილთან ერთად ლალი დედასთან, სანატორიუმში, გადავიდა საცხოვრებლად და გაუსაძლის პირობებში უწევს შვილების გაზრდა.

ბევრჯერ უთენებია ღამეები საავადმყოფოში, ბევრჯერ გამოგლიჯა  სიკვდილს ხელიდან კომაში ჩავარდნილი შვილი, თუმცა შვილების სიყვარულით და მათზე უკეთესი მომავლის ოცნებით დღემდე მედგრად დგას, მისი ღიმილიანი სახის მიღმა უდიდესი ტკივილია. ეს კი არავინ იცის, მხოლოდ მან … და სანამ საკუთარი თვალით არ ნახავ მის თვალებზე მომდგარ ცრემლებს, რომლებსაც გადმოსვლის საშუალებას არ აძლევს, სანამ საკუთარი თვალებით არ ნახავ კრუნჩხვებში ჩავარდნილ მის შვილს და მას, შეშინებულს კი არა, მებრძოლს, მანამდე ვერ დაიჯერებ რა ჯოჯოხეთი ტრიალებს შვილებისათვის თავდადებული დედის გულში.

მე ვარ ადამიანი, რომელსაც მინახავს შიშით, ტკივილით, უიმედობით თუ სასოწარკვეთილებით აცრემლებული ლალი, მომისმენია მისი მძიმე ყველაზე ძვირფასი სამკაული,დედის კისერზე შვილის მოხვეული მკლავებიაცხოვრების სევდიანი ეპიზოდები, ჩამიხედავს მის თვალებში და ამომიკითხავს უზომო წუხილი, ფარული დარდი დაკარგული ქალური ბედნიერებით, თუ შვილების უმწეო მდგომარეობით, თუ მათ მომავალზე ზრუნვით გამოწვეული. როგორ მინდა დადგეს ის ჯამი, როდესაც ლალის ბედნიერს, გაბრწყინებულს, კვლავინდებურად ლაღსა და ამაყს ვნახავ. როცა ქალური ბედნიერებით და სიყვარულით აღსავსე ხმამაღლა და დამაჯერებლად იტყვის პატარა ფრაზას – ბედნიერი ვარ!

Chateau Mere

არ ვიცი რატომ დავამთხვიე ამაზე დაწერა დღევანდელ დღს, დღეს ალბათ ყველას ვოლი 8 მართისთ იქნება გადაჭედილი და ყველა ამაზე დაწერს, მაგრამ მე დავწერ შატო მერეზე – ულამაზესი სასტუმრო იმსვენიერეს ადგილას.

მოკლედ ერთ მშვენიერ დღეს ჩავრთე facebook და შემთხვევით გადავეყარე კონკურს, რომელსაც აწყობდა სასტუმრო “Chateau Mere “, მართალი გითხრათ უბრალოდ სურვილი გამოვთქვი მონაწილეობის და არანაირი გამარჯვების იმედი არ მქონია, ყოველ დღე ვდებდი სტატუსებს თუ რა იყო ჩემთვის დასვენება…ალბათ ეს ისე მჭირდებოდა, რომ უბრალოდ მივყევი მოვლენებს, თანაც ისე რომ არც ის დამიკონკრეტებია თუ რა იყო ” Chateau Mere “, სად იყო და რა კონკურსი ჰქონდა, ვიფიქრე მოგებით მაინც ვერ მოვიგებ და მონაწილეობას მაინც მივიღებთქო. და ასე გრძელდებოდა, რომ….

რომ ერთ საღამოს ტელეფონზე მომდის სმს მარიამისგან “გამარჯობა ქრისტი 
შატო მერეს გათამაშებაში უიკენდი მოიგე.
გილოცავ 

სიხარულიც კი ვერ გამოვხატე გახარებისგან, ვერც დავიჯერე სანამ ვიდეო არ ვნახე, გავეცანი კონკურსს (ყურადღება!!! მოიგეთ დაუვიწყარი შაბათ–კვირა სასტუმრო კომპლექს შატო მერეში ორი ადამიანისთვის! )

და უზომოდ გავბედნიერდი, აი ეს არის ჩემთვის 8 მარატი, ყველას გილოცავთ და ძალიან დიდი მადლობა შატო მერეს, მალე გესტუმრებით :*

იმისათვის, რომ უფრო თბილები ვიყოთ….happy hug day.

რამოდენიმე დღის წინ ადომ მიმიწვია ჩახუტების საერთაშორისო დღის აქციაზე         თბილისში. გული დამწყდა, რადგან თავისუფალი დროის არქონის გამო უარი ვთქვი. მერე  დავჯექი ჩემთვის გაბუტული და საკუთრ თავზე გავბრაზდი, რომ ვერ ვახერხებ მსგავს რაღაცეებზე სიარულს:( და უცებ გადავწყვიტე, რატომ არ შეიძლება ეს მეც გავაკეთო ჩემს ქალაქშითქო და გაგას შევთავაზე, რომელისთვისაც ჯერ დასრულებული არ მქონდა თხოვნა ისე უკვე გამზადებული ჰქონდა ივენთი ფბ – ზე. 50-მდე მსურველი გამოჩნდა და ამან უფრო მომცა სტიმული. თავიდან არც კი გამიაზრებია რა მოჰყვებოდა ამას და გამოვიდოდა თუ არა, მაგრამ გავრისკეთ. ზუსტად 3სთ-ზე დანიშნულ ადგილას ვიყავით პლაკატებით ხელში. სამწუხაროდ მხოლოდ მე, თამარი, გაგა, ნიკა და გივი ვიყავით, მაგრამ პირველ ჯერზე საკმაოდ ხალისიანად შემოვირბინეთ ქალაქის ცენტრალური ადგილები. აქცია გადაიღო ადგილობრივმა ტელევიზიამ და მოგვიწონა ასეთი სახალისო წამოწყება,იყო იმედ გაცრუებაც,:(  გაკვირვებაც, სიხარულიც, სითბოც, სასაცილო რეპლიკები, მაგალითად, “ეს, რომ ჩემმა ცოლმა ნახოს” სამსახურში ვარ და ვერ ჩაგეხუტებით”, წასვლამდე კიდევ ერთხელ ჩაგვეხუტეთ”, პოლიციელმა კიდე მეკაიფებით, წადით სხვას ჩაეხუტეთო, არადა რომ კითხოთ მუდამ ხალხის სამსახურშიო, ეგენი ქუჩაში არ გეხუტებიან და საშიშროებისაგან დაგიცავენ?:( (ჩვენ გვიშველის პატრულიიიიიი? ლოლ)
მოკლედ ერთი სიტყვით საერთაშორისო ჩახუტების დღე მეორედ ჩატარდა ქუთაისში, საკმაოდ პოზიტიურად და ხალისიანად, ამ ვიდეოს ყურების შემდეგ კიდე ისეთი აჯიტირებული ვარ ლამისაა ამ შუაღამეს გარეთ გავვარდე და გამვლელებს კიდევ ჩავეხუტო.    

ეს იყო რაღაც ძალიან ლამაზი, ძალიან თბილი დღე, მომღიმარი სახეებითა და თბილი გულებით, მართლა მთელი გულით ვისურვებდი, რომ ყოველი დღე მსგავსი ხალისით გავდიოდე გარეთ და მსგავსი მუხით მხვდებოდნენ.

        საერთაშორისო ჩახუტების დღეს გილოცავთ მეგობრებო!

დევნილობიდან ……. დევნილობამდე………….

ეხლა დავგუგლე სიტყვა “გაგრა” და აი რა ფოტოები ამომიყარა…….

აი აქ, ამ მშვენიერ ქალაქში დავიბადე, მერე პოლიტიკური მდგომარეობის გამო იძულებული გავხდი წყალტუმოში დავსახლებულიყავი, ამ პატარა ქალაქმა გვიმასპინძლა საკუთარ, მშობლიური ქალაქიდან გამოძევებულებს.

დრო გადიოდა და ამ ქალაქს შევეგუეთ, გავიზარდეთ, ბევრი აქ დაიბადა, ბევდრმა ოჯახი შექმნა, ბევრმა სამუდამო სასუფეველი ამ ქალაქში ჰპოვა, ერთი სიტყვით აქ დავიწყეთ თავიდან ცხოვრება… ალბათ ბევრი იტყვის რა შუაშია ეგ გაცვეთილი თემაო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეგ თემა არასოდეს არ გაცვდება.

მაგრამ ეხლა 20 წლის შემდეგ ჩვენი მთავრობა კვლავ დევნილობას გვთავაზობს. რამოდენიმე დღის წინ სახლში მოსულს დამხვდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურმე განცხადებები უნდა დავწეროთ ვის გვინდა ფოთში, კერძოდ მალთაყვაში გადასახლება. თითქოსდა ჩვენი ნებით ვწერთ განცხადებებს, მაგრამ ამასთანავე გვეუბნებიან, რომ თუ კი ფოთს არ ავირჩევთ ღმერთმა უწყის შემდეგ ეტაპზე რა ტერიტორია შეგვხვდება. მას რომ თავი დავანებოთ ნახეთ სად გვთავაზობენ გადაბარგებას..

ეხლა შიგთავსი ვნახოთ:

სამზარეულო

სააბაზანო

როგორია? მე არ ვაპირებ ამ საღორეში ცხოვრებას, თავად წავიდეს ჩვენი მთავრობა და იცხოვროს იქ. სულ ფეხებზე, რომ ვკიდივართ, მათ არ ანაღვლებთ, რომ ხალხი ძლივს შეეჩვია აქაურობას, აქ დაფუძვდნენ, შეიძინეს, სამსახურები წვალებით იშოვეს, ნათესავები დაკრძალეს. მაგრამ მერე რა? ვის ანაღვლებს ეგ ამბავი, მთავარია მათ თავიანთი გეგმა შეასრულონ და გადაგვყარონ კოღოების საჭმელად და ჭაობში დასახრჩობად. განცხადებები იწერება, რომ ხალხს არ სურს იქ წასვლა, მაგრამ განა ეს გაჭრის? არა მგონია, ჩვენ ისევე  როგორც სხვებს დუბინკებით გაგვყრიან აქედან, მაგრამ მე არ წავალ, ცოცხალი თავით არ წავალ იმ ჯანდაბაში. თქვენი აზრი მაინტერესებს მკითხველნო, თქვენ მიიღებდით ასეთ შემოთავაზებას?

წარსულის ცრემლები

საუკუნეა არაფერი არ დამიწერია, თითქმის დამავიწყდა აქაურობა, იმდენი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ ჩამოთვლით დავიღლები 🙂 კარგიც იყო და ცუდიც, ძალიან ცუდიც, მეგობარი გარდამეცვალა. არ დავიეყებ ეხლა იმის მოყოლას თუ რა როგორ მოხდა, თუმცა კი ვაპირებდი ერთი პოსტის მისთვის მიძღვნას, მაგრამ სჯობს დაველოდო ექსპერტიზის პასუხებს და მერე უფრო თავისუფლად განვიხილავ საეჭვო ფაქტებს.

კიდევ ის მოხდა, რომ სამსახური ვიშოვე, თანაც ორი ერთად,ამაზეც მომავალ პოსტში დავწერ, ეხლა კი იმაზე რამაც გამოიწვია ჩემი დაგრუზულობა.

დილიდან ცუდ ხასიათზე ვიყავი, თუ რატომ ეგ არ ვიცოდი აქამდე, სამსახურშიც კი შენიშნეს ჩემი ცუდად ყოფნა 😦  ჩემს ექს ლოვეს ცოლი მოუყვანია  და ეგ თავად მახარა. გამიხარდა მართლა გამიხარდა და მიულოცე კიდეც, ან რატომ არ უნდა გამხარებოდა მისი ბედნიერება, მე ხომ ჩემივე სურვილით მივატოვე ის წელიწად ნახევრის წინ?  ბევრჯერ მქონია მასთნ შერიგების შანსი, მაგრამ ფეხსაც კი არ ვიცვლიდი ჩემი გადაწყვეტილებისაგან.

მაგრამ ეხლა, რომ მითხრა შენ არასოდეს არ დაგივიწყებო, ეგ იყო ბოლო წვეთი, რომ ცრემლები წამომივიდა 😦 ძნელი ყოფილა, როდესაც იგებ, რომ შენს ადგილს სხვა იკავებს, როდესაც იცი რომ ის მამაკაცი შენ რომ გიყვარდა ეხლა სხვას ეფერება და თან შენზე ფიქრობს, როდესაც რამოდენიმე კვირის წინ გთხოვდა შერიგებას და მერე უცებ იგებ, რომ დაოჯახდა და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე დრო იყო მისთვის, რომ ასე მოითხოვს ცხოვრება და რომ შენ დასავიწყებლად ცხოვრებას სხვას უკავშირებს 😦

ვზივარ და ვტირი მე ბოთე კიდევ, რისთვის? მე ხომ ის აღარ მიყვარს,მან ხომ უამრავჯერ მატკინა გული და 4 წელი წამართვა და მიისაკუთრა სამუდამოდ. ეხლა ვიღაც სხვა მოდის და გართმევს წარსულს, იკავებს შენს ადგილს ისე, რომ ამის შესახებ არაფერიც არ იცის და ალბათ ვერც ვერასოდეს ვერ გაიგებს. არ ვიცი ეხლა მასა რატომ ვწერ, ალბათ იმიტომ, რომ ამის თქმა მისთვის ვერ მოვახერხე, ხოდა ეხლა აქ ვიოხებ გულს.

უკანასკნელად ვწერ და ვფიქრობ მასზე, ვფიქრობ რა უბრალოდ წარსულის დავიწყება არც ისე იოლი აღმოჩნდა, მაგრამ მე ხომ ძლიერი ვარ და ამასაც მოვახერხებ. მას კი ბედნიერებას უსურვებ თავის ახალ ოჯახთან ერთად, მე მართლა მიხარია მისი კარგად ყოფნა……

>ჩემი მუდმივი თანამგზავრი – Mr.Green

>     ზუსტად არ მახსოვს რამდენი წლის წინ იყო, მაგრამ ის მახსოვს, რომ მივდიოდი წვიმიან თბილისის ქუჩებში, ქოლგა სახლში დამრჩა და სულ გაწუწული, მაინც ნელა მივდიოდი, მსიამოვნებდა თავზე, რომ მაწვიმდა. და უცებ თითქოსდა რაღაც ხმა ჩამესმა და უკან მიმაბრუნა.ეს ის პატარა, ქერა კულულა ბავშვი იყო, მეტროში,რომ დადის და მგზავრებს ეკითხება: “- გიმგერო” და მერე გეკითხება ხურდები გაქვს თუ არა. ძალიან საყვარელია და რომ შემეძლოს სახლში წამოვიყვანდი ალბათ. ხოდა სწორებ ეს ბავშვი მეძახდა იმ წვიმიან დღეს და მთავაზობდა, პატარა მწვანე საყვარელი სათამაშო მეყიდა მისგან. სულ ვაძლევდი ხოლმე მას ხურდებს და ეხლაც მივეცი, სათამაშოს არ ვართმევდი, მაგრამ ალბათ თვითონაც შეამჩნია ძალიან რომ მომეწონა და არ წაიღო უკან.

აი, მას შემდეგ შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში Mr.Green, ასე დავარქვი მას.მას შემდეგ სულ ჩემთან არის ხოლმე, უძალიან მაგრესად მიყვარს, მერე რა, რომ გავიზარდე? არ შეიძლება ბავშობის საყვარელი დათუნია მყავდეს, რომელიც სულ ჩემთან იქნება და არასოდეს არ მიმატოვებს? თანაც ამტანია, ჩემთან ერთად იტანდა ხოლმე ლექციებს სისხლის სამართალსა და კრიმინოლოგიაში. თან ლექტორს დაუსვამდი ხოლმე მაგიდაზე და ვეუბნებოდი ცოტა ხმა დაბლა ბატონო ალეკო, იქნებ ჩაეძინოსთქო. ოღონდ მართლა. შემიძლია ხელი ჩავკიდო და მასთან ერთად ასე საყვარლად ვიარო ქუჩებში. სადაც არ უნდა წავიდე სულ თან დამყავს ხოლმე, თილისმად მექცა უკვე, მაგრამ ჩემი მეგობრები დღემდე დამცინიან 😦 ერთ ბოროტი ბიძია “კუ” კიდევ, როდესაც ჩვენთან მოდის სულ ცემს:( აი ეს რომ დავწერე ეხლა და წაიკითხავს, ისევ მოვა და ცემს, უნდა დავმალო:)

P.S. ცოტა წავიცანცარე და ჩემი სუსტი წერტილი გამოვავლინე, მაგრამ Mr.Green-ზე, რომ არ დამეწერა ჩემს ბლოგზე, თავს ვერ ვაპატიებდი.

და თქვენ არ გყავთ პატარა, ფუმფულა საყვარელი სათმაშო?

>მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ…

>

გუშინ ადნაკლასნიკებში ბორიალისას რამოდენიმე ძალიან საინტერესო  სტატუსს გადავაწყდი, რამოდენიმე მათგანი ამოვწერე და თქვენც გაგიზიარებთ ამ ბედნიერებას. 🙂 მოკლედ ასე ვიწანწალე მეგობრიდან მეგობართან და აღმოვაჩინე:

1  დაპანიკდით, დედამიწა იფშვნება.  (იაპონიამ გამოიწვია ალბათ)
 2  ორი დღით მივდივარ ოდნოდან, ყველას გემშვიდობებით, სულ რაღაც ორი დღით.(მოგიკვდი მე შენ , რა გაძლებს უშენოდ)
3  ძირს ლიფი….თავისუფლება ძუძუებს. (პახაბნი ეგა)
4  გოგო აჩუქე, მიეცი,ნუ შეიკალი ფიცითო, ამობრუნდები მოკვდები, ამოგევსება მიწითო. (ვაი დედა..)
 5  ყველა უსახლკარო და უსახელო ოდნო, რომელიც ჩემს ოდნოში დაფიქსირდება ჩორნი სპისოკში ამოყოფს თავს. (ალბათ მეც ეს მხვდა წილად)
6  ვირთხის წამალი არავის გაქვთ? ჩემს გოსტებში უნდა მოვაპნიო. (უნდა მოაპნიოს გოსტებში და ჰე ეხლა)
7  როგორ მეცოდებით ნაგვებო…შენი შვილი იგლოვე უნამუსოვ…შემეტენევ შენ…მეორე ცნაბიჭვარიც აჭყიპინდა.  (თურმე აქაც ილანძღებიან)
 8  მამაკაცებო გაუფრთხილდით ოცნების ქალებს, მჟავე ცრემლებით ნუ დაულპობთ საკოცნელ თვალებს. (ცრემლები არ ვიცი და მჟავე კიტრს კი შევჭამდი ეხლა)
  9  რაღაც არა რა (რა მრავლისმეტყველი სტატუსია, გავგიჯდი)

     ვაღიარებ, რომ მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ და ვმოღვაწეობ ადნაკლასნიკების მრავალფეროვან ინტერნეტ სივრცეში. დიდი ხანია მინდა გავაუქმო, მართლა მაგრამ მერე ჩემი ულამაზესი ფერმა როგორ მივატოვო?
ყველა იძახის, რომ ადნაკლასნიკები ბანძია, გოიმობაა და მაინც მთელი საქართველოა დარეგისტრირებული, რომელიც დღითი დღე ემსგავსება facebook-ს, უამრავი უაზრო ხალხითა და იდიოტური სტატუსებისა და კომენტარების რახარუხით.
სამწუხაროდ ჩემს სკაიპში მსგავსი ვერაფერი ვიპოვე, მაგრამ შეგიძლიათ საკუთარს გადახედოთ და თქვენს კარგად გაერთობით.