Archives

ტრენინგ – ცენტრი მომავლის ლიდერები

 მხოლოდ წყალტუბოში ორგანიზაცია “მომავლის ლიდერები”სა და საერთაშორისო ორგანიზაცია აისეკის ერთობლივი პროექტი, მხოლოდ მათთვის ვინც ჩაეწერება რომელიმე კურსზე, საჩუქრად მიიღებს 6 კვირიან კურს უცხო ენაში უცხოელ სპეციალისტთან, რომელიც ჩამოვა მხოლოდ თქვენთვის და იმუშავებს მხოლოდ თქვენთვის. მხოლოდ 150 – 200 ლარად თქვენ წაიღებთ ცოდნას არჩეულ პროფესიაში, გაივლით მასტერ კლასს ინგლისურ ენაში და აიღებთ 2 ორ ენოვან სერთიფიკატს, რეკომენდაციას დასაქმების პერსპექტივით.<a href="https://docs.google.com/forms/d/1XIa6fcYgXlLg3uMNhNzeyjlD4MeeM6KPpGxopuzWd78/viewform
ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს იმ ადამიანების დამხმარება, რომელთაც პროფესიულ ზრდაში, კვალიფიკაციის ამაღლებაში ან ახალი სპეციალობის შეძენაში ესაჭიროებათ გარანტირებული ცოდნის მიღება, პრაქტიკული და ინოვაციური ტრენინგები.

    ტრენინგ ცენტრი “მომავლის ლიდერები”–ის მიზანია განავითარის და გააღვიძოს ადამიანების შინაგანი პოტენციალი, რათა მათ საკუთარ თავში გააღვიძონ ხანგრძლივი ბედნიერების გრძნობა, მიაღწიონ ფინანსურ შესაძლებლობებს და მათთვის სათანადო წარმატებებს.ჩვენში ადამიანები ესწრაფიან წარმატებას, მაგრამ არ ფლობენ ამის მიღწევის ტექნოლოგიებს. ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევა, პროფესიული ცოდნისა, კომპეტენტურობისა და სპეციალური უნარჩვევებს გარეშე შეუძლებელია. თუკი ჩვენთან მობრძანედებით ყოველივე ამას ჩვენ გასწავლით და თქვენთვის წარმატება გარდაუვალი გახდება.

შენ ხარ ძე ჩემი და ღმერთი ჩემი

დიდი პარასკევის მთელი მსახურება მაცხოვრის ჯვარზე ვნების გახსენებას ეძღვნება და უდიდესი მწუხარებით არის განმსჭვალული.ცისკრის ჟამნზე თორმეტი ვნების სახარება იკითხება. ამასთან, დღის მსახურების თითოეული ჟამნი ნათლად წარმოაჩენს მაცხოვრის ვნების სხვადასხვა სახეს, გეთსამანიის ბაღში სისხლით განზავებული ოფლით დაწყებული, გოლგოთაზე მისი ჯვარზე აღსრულებით დამთავრებული. თითოეული საგალობელი თუ საკითხავი სინანულის ცრემლითაა აღსავსე, გულის შემძვრელია და ცოდვის შემმუსვრელი, ამავე დროს იმედის ჩამსახველიც.დიდ პარასკევს, მაცხოვრის ვნებასთან დაკავშირებით, უსისხლო მსხვერპლშეწირვა – წმიდა წირვა არ აღესრულება, ნიშნად იმისა, რომ თვით უფალი იყო უკანასკნელი სისხლიანი მსხვერპლი ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების აღსრულებისას.მწუხრის ჟამნის ბოლოს საკურთხევლიდან შუა ტაძარში წმიდა გარდამოხსნას გამოაბრძანებენ, რომელსაც წინდაწინ გამზადებულ ლუსკუმაზე დაასვენებენ.ამ დღეს მთელი გულის შემუსვრილებით ასე უნდა ვლოცულობდეთ:ტროპარი: „მომიყიდენ ჩუენ წყევისა მისგან ჰსჯულისა პატიოსნითა სისხლითა შენითა, ჯვარსა ზედა რა დაემსჭვალე, და ლახვრითა განიგმირე, და უკუდავება აღმოუცენე კაცთა, მაცხოვარო ჩუენო, დიდება შენდა“.კონდაკი: „რომელი ჯუარს-ეცვა ჩუენთვის, მოვედით ერნო, უგალობდეთ მას, იხილა იგი მარიამ ჯვარსა ზედა და სთქვა: დაღაცა თუ ჯვარსა ზედა გიხილე, შენ ხარ ძე ჩემი და ღმერთი ჩემი, ყოვლადძლიერი, კაცთმოყვარე და მაცხოვარი“.

ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს… გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულს…

კეთილი სამარიტელი საქართველოში

საჩუქრებს ჰუმანიტარული ორგანიზაციიდან საშობაოდ ველოდით და ამ ლოდინმა იმდენს ხანს გასტანა , რომ ვიფიქრე დავავიწყდითთქო. მაშინ არ ვიცოდი ვინ იყვნენ ეს გულუხვი ადამიანები, რომლებიც ასეთ ლამაზ შობას ჩუქნიდნენ პატარებს.
დღეს კი როდესაც ლალიმ  დამირეკა და მითხრა, რომ მოდიოდნენ სტუმრები ორგანიზაციიდან, ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა.
ცოტა დამაგვიანდა, იქ მისულს ბედნიერი და ღიმილიანი პატარების სახეები შემომეგებნე, ძალიან ლამაზი დღე იყო და დადებითად დავიმუხტე.

მოხალისეებთან საუბარში გავარკვიე რომ ეს ჰუმანიტარული ორგანიზაცია არის “კეთილი სამარიტელი საქართველოში”, ეგრევე მომხვდა ყურს სამარიტელი, რატომ სამარიტელი? თურმე ჩვენი მოხალისეები ელდარ ლობჟანიძე და ავთანდილ დოლიძე სასულიერო სასწავლებელ დამთავრებულები ყოფილან და აქ ალბათ ყველაფერი გასაგებია თუ რა ხალხი მოღვაწეობს ორგანიზაციაში.

ორგანიზაცია “კეთილი სამარიტელი საქართველოში” დაახლოებით 10 წლის წინ შეიქმნა და ის დევნილ ბავშვებს საშობაო ამანათენს უმზადებს, ამერიკელი და ევროპის ქვეყნების ბავშვებისა და პროტესტანტული ეკლესიების დახმარებით. მართმადიდებლური ეკლესიები ნაკლებად იღებენ მონაწილეობას, რადგან ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

პროექტი რამოდენიმე წლის განმავლობაში შეწყვეტილი იყო, რადგან ის მოხვდა ისეთი პირების ხელში, რომლებიც ბავშვების ამანათებს 10 ლარად ყიდნენ.

გამახსენდა რომ ბავშობაში მეც მივიღე მსგავსი ამანათი ამერიკიდან და ამით უბედნიერესი ვიყავი,  დღეს ისევ დამეუფლა ის ბავშობის გრძნობა, როდესაც ბედნიერ სახეებს უცქერდი. და კიდევ უფრო ბედნიერი ვიყავი რადგან პატარა მაგრამ თან ძალიან დიდი საჩუქარი მეც მივიღე, ეს არის ჯიბის “ახალი აღთქმა და ფსალმუნები”.

საჩურების გადაცემის შემდეგ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ დღევანდელ ეკლესიურ ცხოვრებაზე, ძალიან ბევრი საინტერესო და ჩემთვის უცნობი ინფორმაცია მივიღე  ელდარისაგან და ავთოსგან, ძალიან დიდი მადლობა მათ ასეთი ლამაზი და ნაყოფიერი დღის მოწყობისათვის.

აქვე მინდა გაჩვენოთ ერთი პატარა ამერიკელი ბავშვის, ერთ-ერთი ამანათის ავტორის წერილი, რომელიც მან ქართველ ბავშვებს გამოუგზავნა

” hi! I would like to introduce myself to u. My name is Silas and I am very glad to meet u. I am 7 years old. I live in the USA. in Illinois State. …… I hope u like the gifts I picked for u. If u send me a letter to this address, I will write u back and we can become friends.”

მე ვისურვები, რომ მომრავლებულიყოს მსგავსი ორგანიზაციები, რომლებიც იზრუნებენ ბავშვების ბედნიერ ღიმილზე.

მე ♥ აწყვეტილები

ეხლა მოვრჩი გადაცემა “ნიჭიერი”-ს ყურებას და პირველად გავიფიქრე აუცილებლად დავწერთქო, მაგრამ სანამ სათაური დავწერე გადავიფიქრე:) და იცით რატომ? ისინი გამოვიდნენ, ნახა მთელმა საქართველომ, მათზე დაწერს ეხლა ყველა და ა. შ.

რატომ უნდა დავწერო და გავაპიარო სხვა, როდესაც ჩემს გარშემო არიან უნიჭიერესი ადამიანები, რომლებიც ვერადავერ მივიდნენ “ნიჭიერამდე”, თუმცა მომავლისთვის პირობას ვდებ რომ ვაიძულებ მათ ამას.

მე მოგიყვებით ერთ ძალზედ ექსცენტრიკულ, გადარეულ და უნიჭიერეს ჯგუფზე და მათ “აწყვეტილები” ჰქვიათ. ისინი შემთხვევით გავიცანი და ავღფრთოვანდი მათი ნიჭით. თუმცა ცუდი ისაა, რომ ისენი ბავშვები არიან და ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან იმას, რომ ასეთ ასაკში დამოუკიდებლობა და ასეთი ნიჭის ფლობა არ არის სულერთი. ისინი უბრალოდ აკეთებან საქმეს, რომელიც ძალიან უყვართ და სიამოვნებთ, უკრავენ, მღერიან, ცეკვავენ…მოლედ ყველაზე მაგარი ის არის, რომ რაც თავში მოსდით იმას აკეტებენ და ეს ძალიან ლამაზად გამოსდით. ამით თავადაც სიამოვნებას ღებულობენ და სხვებსაც ანიჭებენ.

“სიტყვები უძლურია გრძნობების გამოსახატავად” სწორედ ასე მემართება მეც მათთან დამოკიდებულებაში, და ძალიან მინდა ისინი უფრო შორს, მომავალში დავინახო და ამიტომაც გადავწყვიტე შემექმნა ბლოგი, ბლოგს ერთერთი სოლისტის სახელი დავით კაცაძე ჰქვია, ბლოგი მზადების პროცესშია და სულ მალე დავხუნძლავ ახალი ინფორმაციებითა და ვიდეობით, რაც დიდი იმედი მაქვს დიდი სიამოვნებას მოგანიჭებთ თქვენც.

თუმცა ერთ-ერთ მათ სიგიჟეს შეგიძლიათ უყუროთ, დილის 5 საათია მესხიშვილის თეატრის წინ

იმისათვის, რომ უფრო თბილები ვიყოთ….happy hug day.

რამოდენიმე დღის წინ ადომ მიმიწვია ჩახუტების საერთაშორისო დღის აქციაზე         თბილისში. გული დამწყდა, რადგან თავისუფალი დროის არქონის გამო უარი ვთქვი. მერე  დავჯექი ჩემთვის გაბუტული და საკუთრ თავზე გავბრაზდი, რომ ვერ ვახერხებ მსგავს რაღაცეებზე სიარულს:( და უცებ გადავწყვიტე, რატომ არ შეიძლება ეს მეც გავაკეთო ჩემს ქალაქშითქო და გაგას შევთავაზე, რომელისთვისაც ჯერ დასრულებული არ მქონდა თხოვნა ისე უკვე გამზადებული ჰქონდა ივენთი ფბ – ზე. 50-მდე მსურველი გამოჩნდა და ამან უფრო მომცა სტიმული. თავიდან არც კი გამიაზრებია რა მოჰყვებოდა ამას და გამოვიდოდა თუ არა, მაგრამ გავრისკეთ. ზუსტად 3სთ-ზე დანიშნულ ადგილას ვიყავით პლაკატებით ხელში. სამწუხაროდ მხოლოდ მე, თამარი, გაგა, ნიკა და გივი ვიყავით, მაგრამ პირველ ჯერზე საკმაოდ ხალისიანად შემოვირბინეთ ქალაქის ცენტრალური ადგილები. აქცია გადაიღო ადგილობრივმა ტელევიზიამ და მოგვიწონა ასეთი სახალისო წამოწყება,იყო იმედ გაცრუებაც,:(  გაკვირვებაც, სიხარულიც, სითბოც, სასაცილო რეპლიკები, მაგალითად, “ეს, რომ ჩემმა ცოლმა ნახოს” სამსახურში ვარ და ვერ ჩაგეხუტებით”, წასვლამდე კიდევ ერთხელ ჩაგვეხუტეთ”, პოლიციელმა კიდე მეკაიფებით, წადით სხვას ჩაეხუტეთო, არადა რომ კითხოთ მუდამ ხალხის სამსახურშიო, ეგენი ქუჩაში არ გეხუტებიან და საშიშროებისაგან დაგიცავენ?:( (ჩვენ გვიშველის პატრულიიიიიი? ლოლ)
მოკლედ ერთი სიტყვით საერთაშორისო ჩახუტების დღე მეორედ ჩატარდა ქუთაისში, საკმაოდ პოზიტიურად და ხალისიანად, ამ ვიდეოს ყურების შემდეგ კიდე ისეთი აჯიტირებული ვარ ლამისაა ამ შუაღამეს გარეთ გავვარდე და გამვლელებს კიდევ ჩავეხუტო.    

ეს იყო რაღაც ძალიან ლამაზი, ძალიან თბილი დღე, მომღიმარი სახეებითა და თბილი გულებით, მართლა მთელი გულით ვისურვებდი, რომ ყოველი დღე მსგავსი ხალისით გავდიოდე გარეთ და მსგავსი მუხით მხვდებოდნენ.

        საერთაშორისო ჩახუტების დღეს გილოცავთ მეგობრებო!

>ამიყვანე, გეთაყვა, შენს ნავში?!

>

ერთ კუნძულზე ცხოვრობდა მსოფლიოში არსებული ყველა გრძნობა და ერთ მშვენიერ დღეს გრძობებს გამოუცხადეს, რომ მათი კუნძული იძირება. ყველამ უცებ მოამზადა ნავები და გასცურეს. მხოლოდ სიყვარული დარჩა კუნძულზე უკანასკნელ მომენტამდე. როცა კუნძული თითქმის დაიფარა წყლით, სიყვარული შველას ითხოვდა.
ახლომახლო დიდებული ნავით ჩაიარა განცხრომამ. სიყვარულმა თხოვნით მიმართა მას: განცხრომავ, ამიყვანე გეთაყვა შენს ნავში? არა, – უპასუხა განცხრომამ – ჩემს ნავზე იმდენი სიკეთეა,რომ ადგილი აღარ მაქვს!
სიყვარულმა გადაწყვიტა მიემართა თხოვნით სხვა ლამაზ ნავში  მჯდომისთვის: პატივმოყვარეობავ, ამიყვანე გეთაყვა შენს ნავში? არაფრით არ შემიძლია დაგეხმარო სიყვარულო, შენ მთლად სველი ხარ და დამისვრი ჩემს ლამაზ ნავს! უპასუხა პატივმოყვარეობამ.
შორიახლო გასცურა მწუხარებამ. მწუხარებავ ნება მომეცი შენთან ერთად წამოვიდე, -ოჰ სიყვარულო, მე ძალიან დამწუხრებული ვარ, მინდა, მარტო დავრჩე.
მაშინ სიყვარულმა დაუძახა ბედნიერებას, მაგრამ ის იმდენად აღრფთოვანებული იყო თავისი ბედნიერებით, რომ ვერც გაიგონა სიყვარულის ძახილი.
უცებ მოესმა ხმა: სიყვარულო! მე აგიყვან ჩემს ნავზე. ეს იყო მოხუცი. სიყვარული იმდენად აივსო სიხარულით, რომ დაავიწყდა სახელი ეკითხა მისთვის. როცა ისინი ნაპირს მიუახლოვდნენ, მოხუცი თავისი გზით წავიდა. როცა სიყვარული მიხვდა, რამდენად დავალებული იყო მოხუცისგან, სხვა მოხუცს, ცოდნას მიმართა: ვინ დამეხმარა მე? ეს იყო დრო. უპასუხა ცოდნამ. დრო? მაგრამ რატომ დამეხმარა დრო? ცოდნამ გაიღიმა და უპასუხა: იმიტომ რომ მხოლოდ დროს შეუძლია შეაფასოს, თუ რამდენად დიდებულია ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი!…

>იყიდება ყველაფერი, სინდისის გარდა

>     არ ვიცი რატომ, მაგრამ რატომღაც არავინ არ საუბრობს ამ ახალ ბიზნეს რეალითი შოუზე. ეხლაც ჩავწერე გუგლში და არაფერი არ ამომიგდო, აქედან დავასკვენი, რომ ალბათ ეგ შოუ ყველას მოსწონს ან საერთოდ არ უყურებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში წამოვიდოდა კრიტიკის კორიანთელი. მაგალითად, მე  ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე დავწერო მასზე. მოდით ჯერ გეტყვით ვინ ეძებს მენეჯერს თავისი სამშენებლო პროექტისთვის, “თავისუფალი უნივერსიტეტის” დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე, მოკლედ გაგაცნობთ მის ბიოგრაფიას, იმიტომ რომ არა მგონია ბევრი დაჯდეს და კახა ბიოგრაფიის კითხვაში დაკარგოს დრო, თუმცა ეგ მართლა არაა დროის ფუჭი ხარჯვა, ამაში დამეთანხმებით ალბათ.

     კახა ბენდუქიძე – დაიბადა 1956 წელს 20 აპრილს ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა; 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. ამავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1981 წლიდან კახა ბენდუქიძე მუშაობდა ჯერ მეცნიერებათა აკადემიის მიკროორგანიზმთა ბიოქიმიისა და ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში ლაბორატორიის გამგედ. მისი კვლევები ძირითადად ფოკუსირებული იყო გენური ინჟინერიის ტექნოლოგიების და რეკომბინანტული ვაქცინების შექმნაზე 1990 წლიდან დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა, ხოლო 1993 წლიდან აქტიურად ჩაერთო რუსეთის ინდუსტრიის რესტრუქტურიზაციისა და კონსოლიდაციის პროცესში. 1996 წელს შექმნა მძიმე ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია – „გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები’’. მისი შექმნის დღიდან 2004 წლამდე კახა ბენდუქიძე იყო კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი. მისი ხელმძღვანელობის წლებში „გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები’’ გადაიქცნენ საერთაშორისო კომპანიად, რომელიც თავის საწარმოო საქმიანობას წარმართავდა რუსეთში, უკრაინაში, რუმინეთში, ჩეხეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. კომპანიამ გაიარა ლისტინგი ლონდონის საფონდო ბირჟაზე. 2004 წლის დასაწყისში იგი ჩამოშორდა აქტიურ ბიზნესსაქმიანობას. 2004 წლის მაისამდე იყო რუსეთის მეწარმეთა და მრეწველთა კავშირის ვიცე–პრეზიდენტი და ხელმძღვანელობდა საგადასახადო–საბიუჯეტო კომიტეტს. 2004 წლის ივნისიდან გახდა საქართველოს მთავრობის წევრი – ეკონომიკის მინისტრი, შემდგომ ეკონომიკური განვითარების მინისტრი. 2004 წლის ბოლოს იგი დაინიშნა რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად. მისი უშუალო მონაწილეობით განხორციელდა ჯანმრთელობის დაცვის, საფინანსო სექტორის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, სანებართვო-სალიცენზიო სისტემის, ენერგეტიკისა და საჯარო სამსახურისა მნიშვნელოვანი რეფორმირება, შრომის ბაზრისა და საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაცია. განახლდა პრივატიზაციის პროცესი. მასვე ეკუთვნის გახმაურებული ფრაზა – „იყიდება ყველაფერი, სინდისის გარდა“. 2008 წლის 1 თებერვალს დაინიშნა საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსად. 2002 წლიდან არის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის (მოსკოვი) ინსტიტუციური ეკონომიკის კათედრის პროფესორი.

      ცოტათი გრძლად კი გამოვიდა, მაგრამ არაუშავს. ეხლა უშუალოდ შოუზე გადავალ. ბიზნეს რეალითი შოუში მოსახვედრად კონკურსანტები სხვადასხვა ეტაპებს გადიან,  I ეტაპზე კახა ბენდუქიძესთან გასაუბრების შედეგად კონკურსი 14 ყველაზე სუსტმა მონაწილემ დატოვა, არ მესმის წახვიდე გასაუბრებაზე კახა ბენდუქიძესთან ისე, რომ მის ბიოგრაფიას მაინც არ გადახედო და ოდნავ მაინც არ  შეისწავლო ეს პიროვნება, წახვიდე სამშენებლო პროექტში და არ იცოდე რამდენია 10%-ის 10%, არ იცოდე წილადები, ვერ ჩამოაყალიბო საკუთარი თავი, თუ რატომ გგონია რომ შენ ხარ სწორედ ის, ვისაც ეძებს,  II ეტაპზე კი მონაწილეები ჯგუფებად დაიყო, მათ უნდა აეშენებინათ ყველაზე მაღალი შენობა-ნაგებობა, მხოლოდ მაგიდისა და ქაღალდის გამოყენებით, ეტაპი დამარცხებულმა გუნდმა დატოვა. III ეტაპი თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა და ის შედგებოდა 3 ტურისგან.  
1. კითხვები იყო მშენებლობასთან დაკავშირებული.
2. მონაწილეებს განსაზღვრულდროსა და სიმბოლოებში უნდა დაეწერათ  ესე.
3. შეცდომები უნდა აღმოეჩინათ სამშენებლო ნახაზში.
IV  და გადამწყვეტი ეტაპი მონაწილეებმა მიიღეს ბაზარში, მათ 30 წუთში უნდა ეყიდათ ტორტის ინგრედიენტები და თან ყველაზე იაფად.მათ უფლება ჰქონდათ მოცულობის გაზრდის, მაგრამ არა რეცეპტის შეცვლის. დღეს ამ გადაცემაში მონაწილება მიიღო ორმა 4 კაციანმა გუნდმა, ხვალაც იგივე იქნება და საბოლოოდ შოუში გადავა 12 მონაწილე.

მოკლედ ძალიან კარგი გადაცემაა, მაგრამ მე ერთი ვერ გავიგე, რისთვის მოდიან შოუში, თანაც სამშენებლო პროექტის მენეჯრობაზე პრეტენზიით, როდესაც არ იცი რამდენია 7%-ის 7%, როდესაც თვალით არ აქვთ ნანახი მშენებლობის ნახაზი, არ იცი რა კრიტერიუმებით განსაზღვრონ თანამშრომლის შესაძლებლობები და არ იციან როგორ წარმოადგინო თავი და კიდევ იმაზე აქვთ პრეტენზია, რომ უსამართლოდ გაგაგდეს, მაშინ როდესაც ადამიანურად გეკითხებიან დაიღალე თუ არა ფეხზე დგომით. არა ,მართალი გითხრათ ალბათ მეც ბრინჯივით დავიბნეოდი, მაგრამ იმას მაინც მივხვდებოდი, რომ მგლური კანონით მიდის ტურიდან ტურზე გადასვლა და იქ ჭრის  რის შენი პადლიზი, რომ ანაზრაურების გარეშეც სიამოვნებით იმუშავებდი ამ პროექტზე, შესაბამისად ამ პასუხის ავტორმა დატოვა კონკურსი. შეიძლებ ისინი უფრო გაართმევდნენ პროექტს თავს ვინც გადაცემა მართლა უსამართლოდ დატოვა, მაგრამ ალბათ მთავარი არის ჩაწვდე არსს იმისა, რომ თავის წარმოჩემა აფერისტული გზით აღარ ჭრის დღეს.