Archives

>ცოტა რამ ჰოლივუდელებზე

>

ნატალი პორტმანიოსკარისდაუმსახურებლად მიღებაში დაადანაშაულეს

როგორ შეიძლება ასე? 85% ფილმში ხომ მე ვცეკვავდი, აღიარება და ჯილდოები კი ნატალის გადაეცა. ეს უსამართლობაა“, – აცხადებს სარა ლეინი. იგი ბალერინაა და ნატალის დუბლიორია ფილმში. სარამ განაცხადა, რომ უმრავლესობა სცენებში ცეკვავდა იგი და არა პორტმანი. პროდიუსერებს სურდათ, რომ მაყურებელი დაერწმუნებინათ იმაში, რომ სწორედ ნატალი ცეკვავდა ყველა სცენაში. სარას მათ თხოვეს ეს ყველაფერი საიდუმლოდ შეენახა, მაგრამ ბალერინამ მათ არ დაუჯერა. ლეინის განცხადების შემდეგ ბენჟამენ მილპიემნატალის მეუღლემ და ფილმის ქორეოგრაფმათქვა, რომ მისი პორტმანი ძალიან ბევრს შრომობდა იმისთვის, რომ ბალერინის ფორმაში ჩამდგარიყო. 85%- ცეკვებისას მისი განცხადებით სწორედ ნატალი ასრულებს. ამას სარა ლეინი არ ეთანხმება და ამბობსარა!“ პორტმანი მხოლოდ 15%- ცეკვავს და დანარჩენს კი თვითონ ასრულებს. ბალერინა ითხოვს აღიარონ მისი წვლილი ფილმში. მათ ხომ სულ დაავიწყდათ მადლობა გადაეხადათ მთავარი მოცეკვავისთვის ფილმშიშავი გედი“.




ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ რომანტიული დასვენება მოიწყვეს

რამოდენიმე დღის წინ ანჯელინამ და ბრედმა დატოვეს თავისი შვილები ძიძასთან და წავიდნენ ერთერთ ფეშენებელურ კურორტზე დასასვენებლად. ისინი ძალიან იშვიათად ტოვებენ შვილებს მარტო ძიძასთან, მაგრამ ამჯრად განმარტოება გადაწყვიტეს. შეგახსენებთ, რომ ენჯი დიდი სიამოვნებით ლაპარაკობს თავისი ოჯახის შესახებ. “მე ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემ ცხოვრებაში ყოფილიყო ქაოსი, როგორიც ახლა არის ჩემ სახლში”, – ამბობს ჯოლი. მათ სახლში ექვსი ბავშვის გარდა ასევე ძაღლიც ცხოვრობს, სახელად ჟაკი.

ორსული ქეით ჰადსონი წვეულებებზე დადის

ექვსი თვის ორსული მსახიობი სახლში ვერ ჩერდება და საკმაოდ აქტიური ცხოვრების სტილით ცხოვრობს. რამოდენიმე დღის წინ ქეითი ფერჯისთან, ჯოშ დიუამელემთან, სინდი კროუფორდთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად Chrome Hearts- ის წვეულებაზე იყო, რომელიც მოეწყო ჯეიკ შირზის ახალი წიგნის გამოსვლასთან დაკავშირებით. მსახიობის მომავალი ბავშვის მამა – Muse-ის სოლისტი მეტ ბელამიამ წვეულებას გამოაკლდა, რადგან მუსიკოსი თავის ჯგუფთან ერთად ამჟამად მსოფლიო ტურნეში იმყოფება. ამიტომაც ქეითს მარტო უწევს გართობა.


ჯასთინ თიმბერლეიქს ახალი შეყვარებული ჰყავს


ჯესიკა ბილთან დაშორების შემდეგ, მსახიობმა და მომღერალმა ჯასთინ თიმბერლეიქმა მალევე ნახა შემცვლელი. მისი ახალი მეგობარი გოგონამილა კუნისია. მილა მანამდე რვა წელი ხვდებოდა ფილმმარტო სახლში”- მთავარ გმირს მაკოლეი კალკინს, რომელსაც ცოტა ხნის წინ დაშორდა. გოგონაზე კვლავ ალაპარაკდნენ ფილმშავი გედი”- გამოსვლის შემდეგ, სადაც მილამ ერთერთი მთავარი ბალერინის როლი შეასრულა. დადის ხმები, რომ წყვილმა შეხვედრა ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო ფილმ ”Friends with Benefits”-ის გადაღებების შემდეგ. შესაძლოა სწორედ ეს გახდა ჰოლივუდის ულამაზესი წყვილის დაშორების მთავარი მიზეზი.

ჯეკი ჩანი გარდაიცვალა?

რამოდენიმე დღის წინ Twitter-ით გავრცელდა ინფორმაცია ჯეკი ჩანის გარდაცვალების შესახებ. როგორც წერდნენ, მსახიობი გულის შეტევით გარდაიცვალა სანფრანცისკოს ერთერთ კლინიკაში. ეს ინფორმაცია ძალიან სწრაფად გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში. ჯეკი ჩანი შეაწუხეს ზარებითა და კითხვებით. მსახიობმა გადაწყვიტა ამ ქაოსისთვის ბოლო მოეღო და თავის გვერდზე Facebook- ში დაწერა, რომ ცოცხალია და არანაირი გულის შეტევა არ ქონია. ამჟამად 56 წლის მსახიობი დაკავებულია ახალი ფილმის გადაღებებისთვის მზადებით. იმისათვის, რომ დაერწმუნებინა ხალხიის კარგად არის, მსახიობმა ფოტოები განათავსა თავის გვერდზე, რომლებიც 29 მარტით იყო დათარიღებული. ფოტოებზე ჯეკი გადაღებულია იაპონელ ჩინოვნიკებთან ერთად.

ერთმანეთის მსგავსი ვარსკვლავები


ბევრი ფიქრობს, რომ მეგან ფოქსი ბაძავს ანჯელინა ჯოლის: იგივე ვარცხნილობა, გამოხედვა, უამრავი სვირინგი ტანზე. მეგანი ამას უარყოფს და ამბობს, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა. თუ არ ჩავთვლით, იმას რომ ამჟამად ნატალი პორტმანი ორსულადაა და უზარმაზარი მუცლით დაიარება, ნატალი და კირა ნაითლი ძალიან გვანან ერთმანეთს: მსგავსი თვალები, სახის მოყვანილობა. ორივე ძალიან ლამაზია. ხავიერ ბარდემის ადგილას ალბათ დავფიქრდებოდით: ცუდად მოქცევის შემთხვევაში პენელოპას ადვილად შეუძლია მას შემცვლელი უპოვოს. სიმპატიური ჯეფრი, არაფრით ჩამოუვარდება ხავიერს: მსგავსი ღიმილი, იგივე ტიპაჟი. ორივე მამაკაცს ცისფერი თვალები აქვს, ხვეული თმა, სახის მოყვანილობა. ჯასთინი რომ არ ატარებდეს სათვალეს თავშეყრის ადგილებში, ისინი ალბათ ერთმანეთშიც აერეოდათ.

 15 წლის ანჯელინა ჯოლის ფოტოებს აუქციონზე გაყიდიან

ახალგაზრდა ანჯელინას ფოტოები Profiles in History-ის მიერ მოწყობილ აუქციონზე გაიყიდება. ეს ჰოლივუდელი მსახიობის ერთერთი პირველი ფოტოსესიაა, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის წინ გადაიღეს. ფოტოზე ანჯელინა სულ 15 წლისაა. აუქციონზე ასევე გაიყიდება ახალგაზრდა მერლინ მონროს, დრიუ ბერიმორის, ჰოლი ბერის და კირსტენ დანსტის გამოუქვეყნებელი ფოტოები. ეს ფოტოები კიდვ ერთხელ ადასტურებენ, რომ ანჯელინას არანაირი პლასტიკური ოპერაცია არ გაუკეთებია ტუჩების გასადიდებლად.


პერის ჰილტონი: დროებით ფეხმძიმედაა

გასულ პარასკევს რეალითი შოუს My New BFM –( ჩემი საუკეთესო მეგობარი) -ის გადაღებებზე კლუბ ტაო-ში, ლოს-ანჯელესში პერის ჰილტონმა (paris Hilton) შამპანური, არაყი და ტეკილა უამრავი რაოდენობით მიირთვა. ამის შემდეგ მან ცეკვაც მოისურვა, კამერების წინაშე საკუთარი სიმღერის Star Area Blind -ის ქვეშ. დღესასწაულის შემდეგ პერისი შოუმენ მეგობართან, ჯეფ ბრიჩერთან ( Jeff beacher) ერთად გაეშურა ექსკლუზიურ ვილაზე Mirage “აფტერპატისთვის”. სკანდალისტმა ქალბატონმა იქაც გააგრძელა ალკოლოლის სმა, რითაც გააქარწყლა ჭორები ფეხმძიმობის შესახებ.
“ის ნამდვილად არ არის ფეხმძიმედ”, – თქვა აფტერპატის ერთ-ერთმა სტუმარმა.



ჯესიკა ალბა გათხოვდა?

ჟურნალი People აცხადებს, რომ ორშაბათს ყველასგან მალულად შედგა მსახიობისა და მისი მეგობრის ქორწილი. ჟურნალი ამტკიცებს, რომ ჯესიკა ალბა (Jessica Alba) და კეშ უორენი (Cash Warren) დაქორწინდნენ, ბევერლი ჰილსზე, სასამართლო დარბაზში. “ისინი ნამდვილად დაქორწინდნენ”, განაცხადა მსახიობის რესპოდენტმა, ბრედ კაფარელმა (Brad Cafarelli).
ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა: “ეს იყო ძალზედ მოკრძალებული ცერემონია, თეთრი ყვავილებით მორთული. ჯესიკასაც ჩვეულებრივი კაბა ეცვა. ალბა ბედნიერად გამოიყურებოდა, მაგრამ ძალზედ ნერვიულობდა. ცერემონიას ესწრებოდნენ მხოლოდ ახლო მეგობრები. პროცესი გრძელდებოდა დაახლოებით ორმოცი წუთი”.

Advertisements