Archives

>მოდი, მოიწიე და მოგიყვები, როგორ მეყვარებოდი, რომ გიყვარდე…

>

     გარშემო იასამნის სურნელი ტრიალებს…უცნაურია არადა არასოდეს არ მომწონდა, არ ვიცი რატომ:(  მაგრამ ეხლა ძალიან მენატრება, ისიც და შენც ….საერთოდ ყველაფერს ადამიანებთან ვაკავშირებ და გადავწყვიტე ეს ყვავილი დაგიკავშირო, მერე ერთხელაც, როდესაც კვლავ ვნახავ, მივალ და ნაზად მოვწყვეტ, დავყნოსავ და შენს სუნს შევიგრძნობ, შენ ამოგიცნობ მასში და კვლავ ბედნიერებით იბრწყინებს ჩემი თვალები. ნეტა, როგორ გეყვარებოდი, რომ გიყვარდე? ან მე როგორ მეყვარებოდი, რომ მიყვარდე?
     გახსოვს, როგორ უყურებდით მზის ჩასვლას სანაპიროზე? ბნელდებოდა, ჩვენ კი გვიჭირდა მზესთან განშორება, მზესთან და ერთმანეთთან. თითქოსდა მეზეს ვეხვეწებოდით კიდევ ცოტახანს, კიდევ ცოტახანს დარჩი და ერთად ყოფნის საშუალება მოგვეცითქო, მაგრამ არა, თითქოსდა ბუნებაც ხელს გვიშლიდა ერთად ყოფნაში, არადა ჩვენ ხომ გვენდოდა ეს, არა?
     ის გახსოვს, ზღვის ტალღებს როგორ მივაპობდით დაბნელებული ცის ქვეშ? თითქოსდა თევზები ვიყავით, თითქოს და წყალს დახარბებულები, დავეწაფეთ ამ სიმშვენიერეს.
     გახსოვს? ვარსკვლავები, ერთად რომ ვითვლიდით? შენ მეუბნებოდი, რომ ერთი ჩამოვარდა, მხოლოდ ჩემთვის რადგან სურვილი ჩავიფიქრო, მაგრამ მე ვერ ვნახე ის:( შენ კი ჯიუტად მაძალებდი მის დანახვას, ნეტავ რატომ? თითქოს გრძნობდი, რომ დღეს ერთად აღარ ვიქნებოდით? გინდოდა ჩვენი ერთად ყოფნა ჩამეფიქრებინა, გინდოდა?
     საშინელებაა, როდესაც ამდენი პასუხგაუცემელი კითხვა გიგროვდება… ცდილობ უპასუხო, თავს იმტვრევ, მაგრამ უშედეგოდ….ფიქრობ, რომ ეს სასჯელი იყო ან გამოცდა,თუმცა რა აზრი აქვს, ეს ხომ იყო…იყო მშვენიერი, გასაოცარი, რომანტიული, ყველაზე ლამაზი და სითბოთი სავსე….
     მერე რა, რომ იყო და აღარ არის? ყველაფერს აქვს დასასრული და ეს მოსალოდნელიც იყო. ალბათ ეს ორივემ კაგად ვიცოდით და მაგიტომაც მოხდა ასე. შეიძლებ არ უნდა დაგვეშვა კიდეც და მაშინ უკვე გულიც აღარ გვეტკინებოდა… თუმცა შენ გტკივა? შენ განიცდი? წუხხარ? გენატრები?…ჩემზე რას ფიქრობ, როდესაც გაყინული თვალებით მიყურებ? როდესაც აღარ ძგერს  შენი გული ჩემთვის? როდესაც ჩემით არ იძინებ და არ იღვიძებ? არ ხარ მარტო?                  

  მაგრამ მე მაინც გეტყვი, როგორ მეყვარებოდი, რომ გიყვარდე… მთელი გრძნობით, იმ სიყვარულით, რომლითაც სავსე ვარ სულ შენ მოგცემდი, ცხოვრებას გაგილამაზებდი, გაგიფერადებდი, მერე უკვე აღარ შევსთხოვდით მზეს ჩვენთან დარჩენას, რომ გავეთბეთ, აღარ შეგვეშინდებოდა ღამის და ვინებივრებდით ზღვის ტალღებზე, ვირბენდით მწვანე მოლზე, ვიგიჟებდით, დავემსგავსებოდით წვიმის მოუსვენარ წვეთებს… რომ გიყვარდე…რომ გიყვარდე გაჩვენებდი როგორ გავდივართ ცისარტყელას ქვეშ…რომ გიყვარდე მოგიყვებოდი, რატომ ბორგავენ ტალღები ზღვისა…რომ გიყვარდე გეტყოდი, რაზე ჩურჩულებენ ფოთლები ხისა….რომ გიყვარდე..შენ, რომ გიყვარდე გაიგებდი, რატომ ბობოქრობს ქარი, რატომ ალეწავს ტოტებს ხეებს…მოუსმენდი ჩიტების ჟღურტულს ლამაზ სიყვარულზე…რომ გიყვარდე ნახავდი, როგორ იტანჯება მთვარე მზესთან განშორებისას…განიცდიდი იმას, რასაც თევზი განიცდის უწყლოდ….მაგრამ არა, შენ ამ ყველაფერს ვერც ნახავ და ვერც განიცდი..და იცი რატომ? იმიტომ, რომ არ გიყვარვარ და სიყვარულის გარეშე კიდე ვერ შეძლებ დაინახო ეს ყოველივე, ვერ შეიგრძნობ ბუნებას მთელი მისი სიმშვენიერით. შენ ხომ ვერც მე შემიცანი…
    

Advertisements