ვალენტინობის დღესასწაულის ისტორია

ლეგენდის მიხედვით წმინდა ვალენტინი იყო ახალგაზრდა ეპისკოპოსი, რომელიც მოწყალე თვალით უყურებდა შეყვარებულთა რომანტიკულ გრძნობებს, ეხმარებოდა სასიყვარულო წერილების დაწერაში, არიგებდა განაწყენებულ წყვილებს, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ყვავილებს ჩუქნიდა. . .

ჩვ.წ.აღ. 269 წელს იმპერატორი იულიუს კლავდიუს II ემზადებოდა დაპყრობითი ომისთვის. რომის იმპერია განიცდიდა ჯარისკაცთა დეფიციტს, ამიტომ კლავდიუსმა ახალგაზრდებს აუკრძალა დაქორწინება. წმინდა ვალენტინი კი ჩუმად სწერდა ჯვარს როგორც წვევამდელებს, ასევე ლეგიონერებს. იგი მალე დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს. ლეგენდის მიხედვით, როცა ვალენტინი ციხეში იჯდა, მას შეუყვარდა თავისი ჯალათის ბრმა ქალიშვილი, რომელიც განკურნა. ასეთი დიდი იყო მისი სიყვარულის ძალა.

ჩამოხრჩობის წინ მან დაწერა გამოსამშვიდობებელი წერილი, რომელშიც სიყვარული აუხსნა ქალიშვილს და ასე მოაწერა ხელი “შენი ვალენტინი”. აქედან მომდინარეობს ღია ბარათები – ”ვალენტინები”. 469 წ. კათოლიკურმა ეკლესიამ მამაცი მღვდელი წმინდანად შერაცხა, ხოლო 14 თებერვალი მისი ხსენების დღედ დაადგინა.

უმრავლესობა ამ დღესასწაულს უკავშირებს ქრიასტიან მღვდელ ვალენტინს, რომელმაც იმპერატორის ბრძანება დაარღვია და დასაჯეს სიკვდილით. სხვა ვერსიით სწორედ 14 თებერვლიდან იწყებენ ფრინველები ზამთრის შემდეგ წყვილების ძებნას. არსებობს სხვა ლეგენდებიც ამ დღესასწაულის წარმოშობის შესახებ. თუმცა ისტორიკოსთა ცნობით, ეს ტრადიცია ინგლისში გაჩნდა. სწორედ ამ ქვეყანაში XV საუკუნიდან დაიწყეს კავალერებმა ქალბატონებისთვის სასიყვარულო ლექსების გაგზავნა. ვალენტინის დღე შექსპირის “ჰამლეტშიც” არის მოხსენებული. ნისლიანი ალბიონის სანაპიროზე ძალიან პოპულარული იყო ყველანაირი მკითხაობა.

XVIII ს-ის დასაწყისში გასათხოვარი ინგლისელები ვალენტინობის წინ ქინძისთავებით ამაგრებდნენ 5 დაფნის ფოთოლს: ერთს ცენტრში, დანარჩენს გვერდებზე. ითვლებოდა, რომ ეს მაგიური მოქმედება დაეხმარებოდა მათ საქმროს დასიზმრებაში. სხვა წარმოდგენით, 14 თებერვალს მზის ამოსვლამდე ქალიშვილს პირველად ფანჯარაში უნდა გაეხედა, მისი რჩეული დანახული მამაკაცის მსგავსი იქნებოდა. ასევე ფურცლებზე ჩამოწერდნენ პოტენციური საქმროების სახელებს, დააწყობდნენ ფურცლებს წრიულად, შემდეგ დააბზრილებდნენ ვაშლს. ვაშლის ყუნწი მიუთითებდა საქმროს ვინაობას.

ამ ტრადიციის სახსოვრად ვალენტინობის დღეს ლონდონის სუპერმარკეტებში იყიდება სპეციალური “სასიყვარულო ვაშლები” – ტუჩების და გულის ფორმით გაწყობილი.

უელსში ვალენტინობას ჩუქნიდნენ “სიყვარულის” კოვზებს. მათ თლიდნენ ხისგან და აფორმებდნენ გულებით და გასაღებით. რაც ნიშნავდა: “იპოვე ჩემი გულის გასაღები”. შოტლანდიაში ამ დღეს იმართებოდა სახუმარო საღამოები, სადაც მხოლოდ გასათხოვარ ქალიშვილებს და დასაქორწინებელ ვაჟებს იწვევდნენ. ყველა მოწვეულის სახელი მითითებული იყო მოსაწვევებზე, მათ ყრიდნენ ქუდში, შემდეგ იღებდნენ მოსაწვევებს და აწყვილებენ ქალ-ვაჟს.

XIX ს-ში გაერთიანებულ სამეფოში დაიწყეს სასიყვარულო მილოცვების კრებულის დაბეჭდვა, რომელიც ძალიან სწრაფად იყიდებოდა. კრებულიდან იწერდნენ მოწონებულ ლექსებს და რჩეულებს უგზავნიდნენ. მალე გაჩნდა სპეციალური საფოსტო მისალოცები “ვალენტინები”. რამდენიმე ხანში ეს ტრადიცია ამერიკაშიც გავრცელდა. მოსამსახურეები მისალოცებზე თავად აკრობდნენ გამხმარ ყვავილებს, ფრინველის ბუმბულს, ნიჟარებს, ხელოვნურ მარგალიტს, მაქმანს, ხატავდნენ ისრებიან ამურებს. ერთი მისალოცი 10 დოლარი….

იმისათვის, რომ უფრო თბილები ვიყოთ….happy hug day.

რამოდენიმე დღის წინ ადომ მიმიწვია ჩახუტების საერთაშორისო დღის აქციაზე         თბილისში. გული დამწყდა, რადგან თავისუფალი დროის არქონის გამო უარი ვთქვი. მერე  დავჯექი ჩემთვის გაბუტული და საკუთრ თავზე გავბრაზდი, რომ ვერ ვახერხებ მსგავს რაღაცეებზე სიარულს:( და უცებ გადავწყვიტე, რატომ არ შეიძლება ეს მეც გავაკეთო ჩემს ქალაქშითქო და გაგას შევთავაზე, რომელისთვისაც ჯერ დასრულებული არ მქონდა თხოვნა ისე უკვე გამზადებული ჰქონდა ივენთი ფბ – ზე. 50-მდე მსურველი გამოჩნდა და ამან უფრო მომცა სტიმული. თავიდან არც კი გამიაზრებია რა მოჰყვებოდა ამას და გამოვიდოდა თუ არა, მაგრამ გავრისკეთ. ზუსტად 3სთ-ზე დანიშნულ ადგილას ვიყავით პლაკატებით ხელში. სამწუხაროდ მხოლოდ მე, თამარი, გაგა, ნიკა და გივი ვიყავით, მაგრამ პირველ ჯერზე საკმაოდ ხალისიანად შემოვირბინეთ ქალაქის ცენტრალური ადგილები. აქცია გადაიღო ადგილობრივმა ტელევიზიამ და მოგვიწონა ასეთი სახალისო წამოწყება,იყო იმედ გაცრუებაც,:(  გაკვირვებაც, სიხარულიც, სითბოც, სასაცილო რეპლიკები, მაგალითად, “ეს, რომ ჩემმა ცოლმა ნახოს” სამსახურში ვარ და ვერ ჩაგეხუტებით”, წასვლამდე კიდევ ერთხელ ჩაგვეხუტეთ”, პოლიციელმა კიდე მეკაიფებით, წადით სხვას ჩაეხუტეთო, არადა რომ კითხოთ მუდამ ხალხის სამსახურშიო, ეგენი ქუჩაში არ გეხუტებიან და საშიშროებისაგან დაგიცავენ?:( (ჩვენ გვიშველის პატრულიიიიიი? ლოლ)
მოკლედ ერთი სიტყვით საერთაშორისო ჩახუტების დღე მეორედ ჩატარდა ქუთაისში, საკმაოდ პოზიტიურად და ხალისიანად, ამ ვიდეოს ყურების შემდეგ კიდე ისეთი აჯიტირებული ვარ ლამისაა ამ შუაღამეს გარეთ გავვარდე და გამვლელებს კიდევ ჩავეხუტო.    

ეს იყო რაღაც ძალიან ლამაზი, ძალიან თბილი დღე, მომღიმარი სახეებითა და თბილი გულებით, მართლა მთელი გულით ვისურვებდი, რომ ყოველი დღე მსგავსი ხალისით გავდიოდე გარეთ და მსგავსი მუხით მხვდებოდნენ.

        საერთაშორისო ჩახუტების დღეს გილოცავთ მეგობრებო!

ეს ოცნებაც აგიხდინე

– ვიცეკვოთ?
– აქ?
– ხო წამო…
– იცი ეხლა რა მინდა?
– რა გოჭი?
– ყველა რომ გაქრეს და მარტონი დავრცეთ, მე, შენ და მუსიკა…..
– მეც. ვერ ვსუნთქავ..
– რატო?
– ძალიან მაგრად მეხუტები და მაგითომ…
– სიგიჯემდე მინდა ეხლა გაკოცო…
– ყველა ჩვენ გვიყურებს..
– ვგრძნობ..ეს ოცნებაც აგიხდინე გოჭი….
– ხო და კიდევ ერთი დაგვრჩა.
– ეგ ზაფხულში იქნება, ზღვის სანაპიროზე…მმმმმმმ
– მუსიკა დამთავრდა.
– მართლა? გავაგრძელოთ რად გვინდა ჩვენ მუსიკა

რა იყო 2011 – ში?

სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო ნათქვამია, ხოდა მეც დღეს დავწერ 2011 წლის შეჯამებას, გუშინ ჩემი ბლოგი ერთი წლის გახდა, ერთი წლის აღნიშვნა არ შეიძლებაო და მეც სიტყვა არ დამიძრავს ამის შესახებ:)
მოკლედ წელს სრულიად განსხვავებული ახალი წელი მქონდა, მაგრამ მოდი ჯერ ძველ წელს მიმოვიხილავ, ცემი ნება რომ იყოს თავიდასნ დავიწყებდი და უამრავ რამეს შევცვლიდი და შავ წერტილებს გავათეთრებდი.
წლევანდელთან შედარებით შარშან
იანვარი უაზროდ დაიწყო, ერთადერთი რაც კარგი მოხდა იყო ის რომ შეიქმნა ჩემი ბლოგი, იჰააა დაბადების დღეს გილოცავ პატარავ:)
თებერვალი – რა მოხდა თებერვალში? არც არაფერი ან არ მახსოვს:( ცუდი გოგო ვარ.
მარტი – მარტში იმდენი დაბადების დღეები იყო რომ გავიწერწეეე.
აპრილი – დავიწყე მუშაობა სასტუმრო “აიეტის სასახლეში” ადმინისტრატორად,
მაისი – მირეკავენ ახალი სამსახურიდან და მთავაზობენ ადგილს, ვთანხმდენი..
ივნისი – დავდივარ ეთიკის კურსებზე.
ივლისი – იხსნება ჩემი ახალი სამსახური, რესტორანი “სტალაქტიდა”, მოგვიანებით დავწერ მასზე პოსტს ვრცლად.
აგვისტო – აქ უკვე ყველაფერი სხვაგვარადაა, იცვლება ჩემი ცხოვრება, ანუ ჩემს ცხოვრებაში იჭრება ერთი პიროვნება მთელი თავისი არსებით და მეც ის მიყვარდება, არ მოვყვები ეხლა დეტალებში რა როგორ იყო იმიტომ, რომ მხოლოდ ერთი სიტყვით შემიძლია ამ ყველაფრის გადმოცემა, ეს იყო ყველაზე ბედნიერი თვე ჩემს ცხოვრებაში.
სექტემბერი – ნელნელა უკვე ვხვდები, რომ ჩემი ბედნიერების დასასრული ახლოვდება და პატარა ბავშვივით ვებრაუჭები უკანასკნელ იმედსაც კი….
ოქტომბერი – შავი თვე “მას ცოლი მოყავს”
ნოემბერი – ერთადერთი რაც კარგი იყო ამ თვეში,იყო ის რომ პატარა გაბრიელი მოვნათლე, სხვა მხრივ კი ამ თვეს შემიძლია ვუწოდო ყველაზე უბედური ჩემს ცხოვრებაში.
დეკემბერი – ვიწყებ მუშაობას სასტუმრო “ბაგრატი 1003” – ში .
მოკლედ დასკვნა სრულიად უაზრო და ყველაზე ცუდი წელი იყო ჩემს ცხოვრებაში. იყო სილამაზეც და სიბნელეც.

“თქვენ არასდროს არ იქნებით მარტო”

მე ძალიან მიხარია, რომ დღითიდღე ბლოგოსფერო იზრდება, თუმცა საკითხავია როგორ მაგრამ ხომ იზრდება არა? არაუშავს თანდათან დაიხვეწებიან ჩემი ჩათვლით და საბოლოოდ ეგ სფეროც კარგად განვითარდება დასავლეთში.

ეხლა რას მოვაყოლე მთელი ეს ამბავი, ახლობელმა მთხოვა შევსულიყავი მითითებულ ლინკზე და რომ შევედი აღმოვაჩინე ახალი ბლოგი, სახელად “თქვენ არასდროს არ იქნებით მარტო” ძალიან გამიხარდა. თანაც უფრო მეტად იმან გამახარა, რომ ეს ყველაფერი კეთდება ჩემს ყოფილ სკოლაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ “თქვენ არასდროს არ იქნებით მარტო”

დევნილობიდან ……. დევნილობამდე………….

ეხლა დავგუგლე სიტყვა “გაგრა” და აი რა ფოტოები ამომიყარა…….

აი აქ, ამ მშვენიერ ქალაქში დავიბადე, მერე პოლიტიკური მდგომარეობის გამო იძულებული გავხდი წყალტუმოში დავსახლებულიყავი, ამ პატარა ქალაქმა გვიმასპინძლა საკუთარ, მშობლიური ქალაქიდან გამოძევებულებს.

დრო გადიოდა და ამ ქალაქს შევეგუეთ, გავიზარდეთ, ბევრი აქ დაიბადა, ბევდრმა ოჯახი შექმნა, ბევრმა სამუდამო სასუფეველი ამ ქალაქში ჰპოვა, ერთი სიტყვით აქ დავიწყეთ თავიდან ცხოვრება… ალბათ ბევრი იტყვის რა შუაშია ეგ გაცვეთილი თემაო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეგ თემა არასოდეს არ გაცვდება.

მაგრამ ეხლა 20 წლის შემდეგ ჩვენი მთავრობა კვლავ დევნილობას გვთავაზობს. რამოდენიმე დღის წინ სახლში მოსულს დამხვდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურმე განცხადებები უნდა დავწეროთ ვის გვინდა ფოთში, კერძოდ მალთაყვაში გადასახლება. თითქოსდა ჩვენი ნებით ვწერთ განცხადებებს, მაგრამ ამასთანავე გვეუბნებიან, რომ თუ კი ფოთს არ ავირჩევთ ღმერთმა უწყის შემდეგ ეტაპზე რა ტერიტორია შეგვხვდება. მას რომ თავი დავანებოთ ნახეთ სად გვთავაზობენ გადაბარგებას..

ეხლა შიგთავსი ვნახოთ:

სამზარეულო

სააბაზანო

როგორია? მე არ ვაპირებ ამ საღორეში ცხოვრებას, თავად წავიდეს ჩვენი მთავრობა და იცხოვროს იქ. სულ ფეხებზე, რომ ვკიდივართ, მათ არ ანაღვლებთ, რომ ხალხი ძლივს შეეჩვია აქაურობას, აქ დაფუძვდნენ, შეიძინეს, სამსახურები წვალებით იშოვეს, ნათესავები დაკრძალეს. მაგრამ მერე რა? ვის ანაღვლებს ეგ ამბავი, მთავარია მათ თავიანთი გეგმა შეასრულონ და გადაგვყარონ კოღოების საჭმელად და ჭაობში დასახრჩობად. განცხადებები იწერება, რომ ხალხს არ სურს იქ წასვლა, მაგრამ განა ეს გაჭრის? არა მგონია, ჩვენ ისევე  როგორც სხვებს დუბინკებით გაგვყრიან აქედან, მაგრამ მე არ წავალ, ცოცხალი თავით არ წავალ იმ ჯანდაბაში. თქვენი აზრი მაინტერესებს მკითხველნო, თქვენ მიიღებდით ასეთ შემოთავაზებას?

წარსულის ცრემლები

საუკუნეა არაფერი არ დამიწერია, თითქმის დამავიწყდა აქაურობა, იმდენი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ ჩამოთვლით დავიღლები 🙂 კარგიც იყო და ცუდიც, ძალიან ცუდიც, მეგობარი გარდამეცვალა. არ დავიეყებ ეხლა იმის მოყოლას თუ რა როგორ მოხდა, თუმცა კი ვაპირებდი ერთი პოსტის მისთვის მიძღვნას, მაგრამ სჯობს დაველოდო ექსპერტიზის პასუხებს და მერე უფრო თავისუფლად განვიხილავ საეჭვო ფაქტებს.

კიდევ ის მოხდა, რომ სამსახური ვიშოვე, თანაც ორი ერთად,ამაზეც მომავალ პოსტში დავწერ, ეხლა კი იმაზე რამაც გამოიწვია ჩემი დაგრუზულობა.

დილიდან ცუდ ხასიათზე ვიყავი, თუ რატომ ეგ არ ვიცოდი აქამდე, სამსახურშიც კი შენიშნეს ჩემი ცუდად ყოფნა 😦  ჩემს ექს ლოვეს ცოლი მოუყვანია  და ეგ თავად მახარა. გამიხარდა მართლა გამიხარდა და მიულოცე კიდეც, ან რატომ არ უნდა გამხარებოდა მისი ბედნიერება, მე ხომ ჩემივე სურვილით მივატოვე ის წელიწად ნახევრის წინ?  ბევრჯერ მქონია მასთნ შერიგების შანსი, მაგრამ ფეხსაც კი არ ვიცვლიდი ჩემი გადაწყვეტილებისაგან.

მაგრამ ეხლა, რომ მითხრა შენ არასოდეს არ დაგივიწყებო, ეგ იყო ბოლო წვეთი, რომ ცრემლები წამომივიდა 😦 ძნელი ყოფილა, როდესაც იგებ, რომ შენს ადგილს სხვა იკავებს, როდესაც იცი რომ ის მამაკაცი შენ რომ გიყვარდა ეხლა სხვას ეფერება და თან შენზე ფიქრობს, როდესაც რამოდენიმე კვირის წინ გთხოვდა შერიგებას და მერე უცებ იგებ, რომ დაოჯახდა და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე დრო იყო მისთვის, რომ ასე მოითხოვს ცხოვრება და რომ შენ დასავიწყებლად ცხოვრებას სხვას უკავშირებს 😦

ვზივარ და ვტირი მე ბოთე კიდევ, რისთვის? მე ხომ ის აღარ მიყვარს,მან ხომ უამრავჯერ მატკინა გული და 4 წელი წამართვა და მიისაკუთრა სამუდამოდ. ეხლა ვიღაც სხვა მოდის და გართმევს წარსულს, იკავებს შენს ადგილს ისე, რომ ამის შესახებ არაფერიც არ იცის და ალბათ ვერც ვერასოდეს ვერ გაიგებს. არ ვიცი ეხლა მასა რატომ ვწერ, ალბათ იმიტომ, რომ ამის თქმა მისთვის ვერ მოვახერხე, ხოდა ეხლა აქ ვიოხებ გულს.

უკანასკნელად ვწერ და ვფიქრობ მასზე, ვფიქრობ რა უბრალოდ წარსულის დავიწყება არც ისე იოლი აღმოჩნდა, მაგრამ მე ხომ ძლიერი ვარ და ამასაც მოვახერხებ. მას კი ბედნიერებას უსურვებ თავის ახალ ოჯახთან ერთად, მე მართლა მიხარია მისი კარგად ყოფნა……