Tag Archive | ბედნიერება

კეთილი სამარიტელი საქართველოში

საჩუქრებს ჰუმანიტარული ორგანიზაციიდან საშობაოდ ველოდით და ამ ლოდინმა იმდენს ხანს გასტანა , რომ ვიფიქრე დავავიწყდითთქო. მაშინ არ ვიცოდი ვინ იყვნენ ეს გულუხვი ადამიანები, რომლებიც ასეთ ლამაზ შობას ჩუქნიდნენ პატარებს.
დღეს კი როდესაც ლალიმ  დამირეკა და მითხრა, რომ მოდიოდნენ სტუმრები ორგანიზაციიდან, ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა.
ცოტა დამაგვიანდა, იქ მისულს ბედნიერი და ღიმილიანი პატარების სახეები შემომეგებნე, ძალიან ლამაზი დღე იყო და დადებითად დავიმუხტე.

მოხალისეებთან საუბარში გავარკვიე რომ ეს ჰუმანიტარული ორგანიზაცია არის “კეთილი სამარიტელი საქართველოში”, ეგრევე მომხვდა ყურს სამარიტელი, რატომ სამარიტელი? თურმე ჩვენი მოხალისეები ელდარ ლობჟანიძე და ავთანდილ დოლიძე სასულიერო სასწავლებელ დამთავრებულები ყოფილან და აქ ალბათ ყველაფერი გასაგებია თუ რა ხალხი მოღვაწეობს ორგანიზაციაში.

ორგანიზაცია “კეთილი სამარიტელი საქართველოში” დაახლოებით 10 წლის წინ შეიქმნა და ის დევნილ ბავშვებს საშობაო ამანათენს უმზადებს, ამერიკელი და ევროპის ქვეყნების ბავშვებისა და პროტესტანტული ეკლესიების დახმარებით. მართმადიდებლური ეკლესიები ნაკლებად იღებენ მონაწილეობას, რადგან ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

პროექტი რამოდენიმე წლის განმავლობაში შეწყვეტილი იყო, რადგან ის მოხვდა ისეთი პირების ხელში, რომლებიც ბავშვების ამანათებს 10 ლარად ყიდნენ.

გამახსენდა რომ ბავშობაში მეც მივიღე მსგავსი ამანათი ამერიკიდან და ამით უბედნიერესი ვიყავი,  დღეს ისევ დამეუფლა ის ბავშობის გრძნობა, როდესაც ბედნიერ სახეებს უცქერდი. და კიდევ უფრო ბედნიერი ვიყავი რადგან პატარა მაგრამ თან ძალიან დიდი საჩუქარი მეც მივიღე, ეს არის ჯიბის “ახალი აღთქმა და ფსალმუნები”.

საჩურების გადაცემის შემდეგ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ დღევანდელ ეკლესიურ ცხოვრებაზე, ძალიან ბევრი საინტერესო და ჩემთვის უცნობი ინფორმაცია მივიღე  ელდარისაგან და ავთოსგან, ძალიან დიდი მადლობა მათ ასეთი ლამაზი და ნაყოფიერი დღის მოწყობისათვის.

აქვე მინდა გაჩვენოთ ერთი პატარა ამერიკელი ბავშვის, ერთ-ერთი ამანათის ავტორის წერილი, რომელიც მან ქართველ ბავშვებს გამოუგზავნა

” hi! I would like to introduce myself to u. My name is Silas and I am very glad to meet u. I am 7 years old. I live in the USA. in Illinois State. …… I hope u like the gifts I picked for u. If u send me a letter to this address, I will write u back and we can become friends.”

მე ვისურვები, რომ მომრავლებულიყოს მსგავსი ორგანიზაციები, რომლებიც იზრუნებენ ბავშვების ბედნიერ ღიმილზე.

ლ ა ლ ი – ნაზი ქალი დიდი ტკივილით

ამერიკის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ ქალთა ისტორიის თვისადმი მიძღვნილ საუკეთესო ამბების კონკურსს.

ცეცხლის ალში გახვეული სოხუმი, ქართველები ტოვებენ წლებით ნალოლიავებ სახლებს, აყვავებულ ბაღნარებს…

გადის დრო … თითქოს იარები ოდნავ ყუჩდება …საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტული დევნილები ნელ-ნელა ეგუებიან ახალ ცხოვრებას …

წყატუბოში, ერთ-ერთ სანატორიუმში პატარა ლალი ცხოვრობს დედ-მამასთან ერთად, მას ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული ოჯახის და სრულიად საქართველოს უბედურება …

ტოლ-ამხანაგებში ჩვეულებრივად თამაშობს, ანცობს და მშობლების ატკიებულ გულებს მალამოდ ჰფენს თავის ბავშვურ სითბოსა და სიყვარულს.

ოჯახში ლალის დაბადების დღე ყველაზე დიდი ზეიმია … ის ხომ მშობლების ერთადერთი შვილია. მამას შვილისთვის სიურპრიზის გაკეთება და თერთმეტი წლის განსაკუთრებულად მილოცვა სურდა, თუმცა ვერ შეძლო, რადგან სწორედ იმ დღეს, 18 ივლისს გარდაიცვალა.

გადის წლები, თექვსმეტი წლის სრულიად მოულოდნელად, ძირითადად დედის და სადედამთილოს გადაწყვეტილებით თერთმეტი წლით უფროს მამაკაცზე უსიყვარულოდ თხოვდება …

იწყება ნაცრისფერი დღეებით აღსავსე ცხოვრება, ცრემლი, ტკივილი, დამოუკიდებელი აზრის უქონელი და მხოლოდ დედის სიტყვების მორჩილი მეუღლე … პირველი შვილი, პირველი დიდი სიხარული და ტკივილი, რადგან ოთოს უკვე შვიდი თვიდან ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. დაუდგინდა დიაბეტი, გულის მანკი და ცხრა თვისას უკვე ოპერაციაც დასჭირდა.

   ეს არ აკმარა უბედურებამ, რომ მეუღლეს უკურნებელი სენი დაუდგინეს, ყოველ წელს უარესდებოდა მისი კიდურების მოძრაობა, სიარული აღარ შეეძლო დახმარების გარეშე. გახდა ეგოისტი, ეჭვიანი, აუტანელი იყო მასთან ცხოვრება, მაგრამ ლალის ეცოდებოდა და არ უნდოდა მისი მიტოვება. ასე გასტანა 8 წელიწადმა, გაჭირვებაში და სისტემატიურ ოჯახურ კონფლიქტში. 8 წლის შემდეგ ლალი მეორე შვილს აჩენს უკეთესი მომავლის მოლოდინით, თუმცა მეუღლის ეგოიზმმა და ეჭვიანობამ კიდევ უფრო იმატა. ერთი წლის იყო სანდრო, როდესაც ლალი სამუშაოდ გავიდა, დღე და ღამეს აერთიანებდა ოღონდ შვილებისათვის არაფერი მოეკლო.

ერთხელ სამსახურიდან მოსულს მეუღლე გაღიზიანებული დახვდა, ეჭვიანობის ნიადაგზე იმატა კონფლიქტმა. ის საღამო საშინელი იყო, მეზობლემა ძლივს გადაარჩინეს ლალი და ოთო, მეუღლე მოკვლით ემუქრებოდა.

ორ შვილთან ერთად ლალი დედასთან, სანატორიუმში, გადავიდა საცხოვრებლად და გაუსაძლის პირობებში უწევს შვილების გაზრდა.

ბევრჯერ უთენებია ღამეები საავადმყოფოში, ბევრჯერ გამოგლიჯა  სიკვდილს ხელიდან კომაში ჩავარდნილი შვილი, თუმცა შვილების სიყვარულით და მათზე უკეთესი მომავლის ოცნებით დღემდე მედგრად დგას, მისი ღიმილიანი სახის მიღმა უდიდესი ტკივილია. ეს კი არავინ იცის, მხოლოდ მან … და სანამ საკუთარი თვალით არ ნახავ მის თვალებზე მომდგარ ცრემლებს, რომლებსაც გადმოსვლის საშუალებას არ აძლევს, სანამ საკუთარი თვალებით არ ნახავ კრუნჩხვებში ჩავარდნილ მის შვილს და მას, შეშინებულს კი არა, მებრძოლს, მანამდე ვერ დაიჯერებ რა ჯოჯოხეთი ტრიალებს შვილებისათვის თავდადებული დედის გულში.

მე ვარ ადამიანი, რომელსაც მინახავს შიშით, ტკივილით, უიმედობით თუ სასოწარკვეთილებით აცრემლებული ლალი, მომისმენია მისი მძიმე ყველაზე ძვირფასი სამკაული,დედის კისერზე შვილის მოხვეული მკლავებიაცხოვრების სევდიანი ეპიზოდები, ჩამიხედავს მის თვალებში და ამომიკითხავს უზომო წუხილი, ფარული დარდი დაკარგული ქალური ბედნიერებით, თუ შვილების უმწეო მდგომარეობით, თუ მათ მომავალზე ზრუნვით გამოწვეული. როგორ მინდა დადგეს ის ჯამი, როდესაც ლალის ბედნიერს, გაბრწყინებულს, კვლავინდებურად ლაღსა და ამაყს ვნახავ. როცა ქალური ბედნიერებით და სიყვარულით აღსავსე ხმამაღლა და დამაჯერებლად იტყვის პატარა ფრაზას – ბედნიერი ვარ!

>სანამ ცოცხალი ვარ…

>    ასე დღეს ბლოგიდან ბლოგზე წანწალში ერთ საინტერესო თემას გადავეყარე, და ძალიან მომეწონა….თეგ-თამაშია, მაგრამ მიუხედავად იმისა , რომ მე არ ვარ დათაგული სათაური მომეწონა და სურვილი გამიჩნდა მეც დავწერო.
ერთ ორი სიტყვით სხვების პოსტებს განვიხილავ, განვიხილავ რა, ჩემს აზრს ვიტყვი. ერთი შეხედვით მომეწონა ძალიან მაგრამ ეგ სურვილების ჩამონათვალს ნამდვილად არ გავს, აი რაღაცნაირია? ეგოისტური? არა, არ ვიცი არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, ეს ჩემი აზრია, ყველას მინდა რაღაცნაირად ლამაზია, მაგრამ ყველა ერთმანეთს გავს და თითქოს ყველა იმას ასახავს, რომ იცით სად რა საოცრება მდებარეობს.
კარგი, მოვჩეთ ეხლა და გადავალ პირად სურვილებზე, ვიღაცამ, რომ მკითხოს აი მალე მოკვდები და რას გააკეთებდიო? უცებ ალბათ ვერ უპასუხებდი, ხოდა აი ეხლა დავფიქრდი რას ვისურვებდი ნეტა?
__ პირველ რიგში იცი რა მინდა, რომ მოვკვდე და ვნახო როგორ დამსტირიან,და როგორ ტკივათ გულები….
__ მერე მინდა გავცოცხლდე და მათ ჩავეხუტო..
__ მინდა, რომ სამსახური ვიშოვო, რაც შეიძლება მალე…
__ მინდა ვიცოცხლო და არა ვიარსებო, დავტკბე ცხოვრებით…
__ მინდა  გავწვე მწვანე ბალახზე და ვიოცნებო…
__ მინდა ფეხშიშველმა ვირბინო წვიმაში და გავიწუწო…
__  მინდა მზეს მივეფიცხო და ვიგრძნო, რომ ცოცხალი ვარ..
__ მინდა მშვიდობა სუფევდეს ყველგან..

__ მინდა გარეთ, რომ გავალ ბედნიერ და მომღიმარ სახეებს ვუყურო…
__ მინდა, რომ აღარ მათხოვრობდნენ ქუჩაში…
__ მინდა მიყვარდეს…მაგრამ მეშინია…
__ მინდა უფროსი ძმა მყავდეს…
__ მინდა ადამიანებმა სიკეთე აკეთონ…სიყვარული და სითბო აფრქვიონ
__ მინდა გაგრაში ჩავიდე და ვნახო სად ვცხოვრობდი…
__ მინდა ბედნიერები ვიყოთ ყველანი…
__ მინდა ოცნებები სრულდებოდეს..
__ აღარავინ კვდებოდეს…
__ მინდა სულ გაზაფხული იყოს…
__ მინდა ვიმოგზაურო და ყველაფერი ჩემი თვალით ვნახო…
__ მინდა ზღვაში შევიდე და ცოტახნით დელფინად ვიქცე…
__ მინდა ერთმანეთი გვიყვარდეს…
კიდევ რა მინდა? მინდა წარმატებული ქალი ვიყო, მყავდეს დიდი და ლამაზი ოჯახი და ვცხოვრობდე ერთიან და გაბრწყინებულ საქართველოში..