Tag Archive | სათამაშო

>ჩემი მუდმივი თანამგზავრი – Mr.Green

>     ზუსტად არ მახსოვს რამდენი წლის წინ იყო, მაგრამ ის მახსოვს, რომ მივდიოდი წვიმიან თბილისის ქუჩებში, ქოლგა სახლში დამრჩა და სულ გაწუწული, მაინც ნელა მივდიოდი, მსიამოვნებდა თავზე, რომ მაწვიმდა. და უცებ თითქოსდა რაღაც ხმა ჩამესმა და უკან მიმაბრუნა.ეს ის პატარა, ქერა კულულა ბავშვი იყო, მეტროში,რომ დადის და მგზავრებს ეკითხება: “- გიმგერო” და მერე გეკითხება ხურდები გაქვს თუ არა. ძალიან საყვარელია და რომ შემეძლოს სახლში წამოვიყვანდი ალბათ. ხოდა სწორებ ეს ბავშვი მეძახდა იმ წვიმიან დღეს და მთავაზობდა, პატარა მწვანე საყვარელი სათამაშო მეყიდა მისგან. სულ ვაძლევდი ხოლმე მას ხურდებს და ეხლაც მივეცი, სათამაშოს არ ვართმევდი, მაგრამ ალბათ თვითონაც შეამჩნია ძალიან რომ მომეწონა და არ წაიღო უკან.

აი, მას შემდეგ შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში Mr.Green, ასე დავარქვი მას.მას შემდეგ სულ ჩემთან არის ხოლმე, უძალიან მაგრესად მიყვარს, მერე რა, რომ გავიზარდე? არ შეიძლება ბავშობის საყვარელი დათუნია მყავდეს, რომელიც სულ ჩემთან იქნება და არასოდეს არ მიმატოვებს? თანაც ამტანია, ჩემთან ერთად იტანდა ხოლმე ლექციებს სისხლის სამართალსა და კრიმინოლოგიაში. თან ლექტორს დაუსვამდი ხოლმე მაგიდაზე და ვეუბნებოდი ცოტა ხმა დაბლა ბატონო ალეკო, იქნებ ჩაეძინოსთქო. ოღონდ მართლა. შემიძლია ხელი ჩავკიდო და მასთან ერთად ასე საყვარლად ვიარო ქუჩებში. სადაც არ უნდა წავიდე სულ თან დამყავს ხოლმე, თილისმად მექცა უკვე, მაგრამ ჩემი მეგობრები დღემდე დამცინიან 😦 ერთ ბოროტი ბიძია “კუ” კიდევ, როდესაც ჩვენთან მოდის სულ ცემს:( აი ეს რომ დავწერე ეხლა და წაიკითხავს, ისევ მოვა და ცემს, უნდა დავმალო:)

P.S. ცოტა წავიცანცარე და ჩემი სუსტი წერტილი გამოვავლინე, მაგრამ Mr.Green-ზე, რომ არ დამეწერა ჩემს ბლოგზე, თავს ვერ ვაპატიებდი.

და თქვენ არ გყავთ პატარა, ფუმფულა საყვარელი სათმაშო?

Advertisements