Tag Archive | ცრემლი

ლ ა ლ ი – ნაზი ქალი დიდი ტკივილით

ამერიკის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ ქალთა ისტორიის თვისადმი მიძღვნილ საუკეთესო ამბების კონკურსს.

ცეცხლის ალში გახვეული სოხუმი, ქართველები ტოვებენ წლებით ნალოლიავებ სახლებს, აყვავებულ ბაღნარებს…

გადის დრო … თითქოს იარები ოდნავ ყუჩდება …საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტული დევნილები ნელ-ნელა ეგუებიან ახალ ცხოვრებას …

წყატუბოში, ერთ-ერთ სანატორიუმში პატარა ლალი ცხოვრობს დედ-მამასთან ერთად, მას ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული ოჯახის და სრულიად საქართველოს უბედურება …

ტოლ-ამხანაგებში ჩვეულებრივად თამაშობს, ანცობს და მშობლების ატკიებულ გულებს მალამოდ ჰფენს თავის ბავშვურ სითბოსა და სიყვარულს.

ოჯახში ლალის დაბადების დღე ყველაზე დიდი ზეიმია … ის ხომ მშობლების ერთადერთი შვილია. მამას შვილისთვის სიურპრიზის გაკეთება და თერთმეტი წლის განსაკუთრებულად მილოცვა სურდა, თუმცა ვერ შეძლო, რადგან სწორედ იმ დღეს, 18 ივლისს გარდაიცვალა.

გადის წლები, თექვსმეტი წლის სრულიად მოულოდნელად, ძირითადად დედის და სადედამთილოს გადაწყვეტილებით თერთმეტი წლით უფროს მამაკაცზე უსიყვარულოდ თხოვდება …

იწყება ნაცრისფერი დღეებით აღსავსე ცხოვრება, ცრემლი, ტკივილი, დამოუკიდებელი აზრის უქონელი და მხოლოდ დედის სიტყვების მორჩილი მეუღლე … პირველი შვილი, პირველი დიდი სიხარული და ტკივილი, რადგან ოთოს უკვე შვიდი თვიდან ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. დაუდგინდა დიაბეტი, გულის მანკი და ცხრა თვისას უკვე ოპერაციაც დასჭირდა.

   ეს არ აკმარა უბედურებამ, რომ მეუღლეს უკურნებელი სენი დაუდგინეს, ყოველ წელს უარესდებოდა მისი კიდურების მოძრაობა, სიარული აღარ შეეძლო დახმარების გარეშე. გახდა ეგოისტი, ეჭვიანი, აუტანელი იყო მასთან ცხოვრება, მაგრამ ლალის ეცოდებოდა და არ უნდოდა მისი მიტოვება. ასე გასტანა 8 წელიწადმა, გაჭირვებაში და სისტემატიურ ოჯახურ კონფლიქტში. 8 წლის შემდეგ ლალი მეორე შვილს აჩენს უკეთესი მომავლის მოლოდინით, თუმცა მეუღლის ეგოიზმმა და ეჭვიანობამ კიდევ უფრო იმატა. ერთი წლის იყო სანდრო, როდესაც ლალი სამუშაოდ გავიდა, დღე და ღამეს აერთიანებდა ოღონდ შვილებისათვის არაფერი მოეკლო.

ერთხელ სამსახურიდან მოსულს მეუღლე გაღიზიანებული დახვდა, ეჭვიანობის ნიადაგზე იმატა კონფლიქტმა. ის საღამო საშინელი იყო, მეზობლემა ძლივს გადაარჩინეს ლალი და ოთო, მეუღლე მოკვლით ემუქრებოდა.

ორ შვილთან ერთად ლალი დედასთან, სანატორიუმში, გადავიდა საცხოვრებლად და გაუსაძლის პირობებში უწევს შვილების გაზრდა.

ბევრჯერ უთენებია ღამეები საავადმყოფოში, ბევრჯერ გამოგლიჯა  სიკვდილს ხელიდან კომაში ჩავარდნილი შვილი, თუმცა შვილების სიყვარულით და მათზე უკეთესი მომავლის ოცნებით დღემდე მედგრად დგას, მისი ღიმილიანი სახის მიღმა უდიდესი ტკივილია. ეს კი არავინ იცის, მხოლოდ მან … და სანამ საკუთარი თვალით არ ნახავ მის თვალებზე მომდგარ ცრემლებს, რომლებსაც გადმოსვლის საშუალებას არ აძლევს, სანამ საკუთარი თვალებით არ ნახავ კრუნჩხვებში ჩავარდნილ მის შვილს და მას, შეშინებულს კი არა, მებრძოლს, მანამდე ვერ დაიჯერებ რა ჯოჯოხეთი ტრიალებს შვილებისათვის თავდადებული დედის გულში.

მე ვარ ადამიანი, რომელსაც მინახავს შიშით, ტკივილით, უიმედობით თუ სასოწარკვეთილებით აცრემლებული ლალი, მომისმენია მისი მძიმე ყველაზე ძვირფასი სამკაული,დედის კისერზე შვილის მოხვეული მკლავებიაცხოვრების სევდიანი ეპიზოდები, ჩამიხედავს მის თვალებში და ამომიკითხავს უზომო წუხილი, ფარული დარდი დაკარგული ქალური ბედნიერებით, თუ შვილების უმწეო მდგომარეობით, თუ მათ მომავალზე ზრუნვით გამოწვეული. როგორ მინდა დადგეს ის ჯამი, როდესაც ლალის ბედნიერს, გაბრწყინებულს, კვლავინდებურად ლაღსა და ამაყს ვნახავ. როცა ქალური ბედნიერებით და სიყვარულით აღსავსე ხმამაღლა და დამაჯერებლად იტყვის პატარა ფრაზას – ბედნიერი ვარ!

>ცრემლი, უსუსურობის სინდრომი თუ ტკივილის ჩამობანა

>     არ ვიცი როგორ დავიწყო, მერამდენედ უკვე ვჯდები  და ვეღარაფერს ვეღარ ვწერ, არადა როდესაც ამისთვის არ მცალია თავში უამრავი ფიქრი მიტრიალებს და მინდა ეგრევე დავწერო…..მაგრამ მერე მავიწყდება:(
მაგრამ რაც არ უნდა იყოს ამ პოსტს დავწერ, იმიტომ ,რომ ძალიან მინდა, ერთ ახლობელს უძღვნი არ ვიტყვი სახელს თვითონ მიხვდება,მის და ყველას გასაგონად გადავწყვიტე სააშკარაოზე გამოვიტანო რაღაც რაღაცეები ჩემი ცხოვრებიდან.…. ალბათ ეს რომ უკვე წარსულია მაგიტომაც არ მიჭირს ამაზე ლაპარაკი….არ ვიცი ეს ალბათ საშინელი წელი დადგა რადგან ყველა მხრიდან მესმის ქმარს დავშორდი, შეყვარებულს დავშორდი…ალბათ არ იყო თქვენი შესაფერისი…..
     მეც დავშორდი თუმცა 4 წელი უზომოდ მიყვარდა, მიყვარდა ყველაფერი მისი სიუხეშეც , სითბოც, მაგრამ ბოლოს მივხვდი რომ მასთან რომ დავრჩენილიყავი ჩემს მომავალზე უნდა მეთქვა უარი, ჩემს სურვილებზე , ჩემს ოცნებებზე, კარიერაზეც, ვერ ვიტყვი ეხლა ყველაფერი აწყობილი მაქვსთქო, მაგრამ რომ ვფიქრობ არ ვნანობ და ვხვდები, რომ ძალიან ძლიერი ვარ და მთავარია მონდომება. რატომ ვარ ძლიერი?თქვენ შეძლებთ უყუროთ თვალებში და ისე აუღელვებლად და მშვიდათ უთხრათ საყვარელ ადამიანს, რომ ყველაფერი მორჩა?რომ აღარ გიყვარს? ეს ძალიან ძნელია და ამის გადატანაში სამსახური დამეხმარა მაშინ….კიდევ ერთი მთავარი მიზეზი იცით რა იყო? ის ,რომ ის დარწმუნებული იყო იმაში, რომ მე ის მიყვარდა და ფიქრობდა, რომ მე მზად ვიყავი ყველაფერზე თვალები დამეხუჭა და მეპატიებია და სწორედ ამის დასამტკიცებლად გადავდგი ეს ნაბიჯი….იმ დღეს საშინლად წვიმდა… ჩემი ნაჩუქარი ნივთვი მან ქვაზე დადო, მიტრიალდა და უხმოდ დამტოვა, მეგონა მობრუნდებოდა, მაგრამ შევცდი:(  იმ წუთას რაღაც ჩამწყდა, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა და დაბნელდა…დრო გაჩერდა….ცრემლი წვიმას შეერია და ასე იდინა უამრავი….იმ დროს ვგრძნობდი, რომ უსუსური და დაუცველი ვიყავი,რომ გული ვატკინე, რომ ისევ მე ვიყავი დამნაშავე და საკუთარი თავი მძულდა….
ასეთი მდგომარეობა თვეების მანძილზე გრძელდებოდა, მაგრამ ამას ვერავინ ხედავდა და ამჩნევდა…..სანამ ერთ დღეს ცრემლიან თვალებს არ ჩავხედე სარკეში….და საკუთარ თავს არ ვეჩხუბე….აუკრძალე ტირილი…ვაიძულე გაჩერებულიყო ცრემლი…და დღეს ის უკვე ჩემთვის უცხოა...არცერთი ადამიანი არ შეიძლება გახდეს ისე უცხო, როგორც ის ვინ ადრე გიყვარდა…………..

ამბობენ ქალი იმიტომ ტირის, რომ საკუთარი თავი ეცოდებაო, მაგრამ ასე არაა, ის ცდილობს ტკივილი ჩამოიბანოს….ცრემლს გაატანოს და განთავისუფლდეს.

და ბოლოს მე დავასკვენი, რომ მაინც არ უნდა ვიტიროთ, აიძულე შენი თავი იყოს ბედნიერი….დროზე მიხვდი და სანამ ცრემლებამდე მიხვალ დასვი წერტილი…ვიცი ეს ძნელია, ძალიან ძნელი…იცოდე საკუთარი თავის ფასი…თუ შენვე არ დაიფასებ თავს სხვა არ დაგაფასებს…მიხვდი, რომ შენ ხარ სამყარო…რომ შენ შეგიძლია და რომ უნდა შეძლო ეს…თუმცა ქალი იმისთვის გქვია, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ არა იმისთვის, რომ დაიტანჯო და გაიმუქო ცხოვრება….