Tag Archive | შობა

კეთილი სამარიტელი საქართველოში

საჩუქრებს ჰუმანიტარული ორგანიზაციიდან საშობაოდ ველოდით და ამ ლოდინმა იმდენს ხანს გასტანა , რომ ვიფიქრე დავავიწყდითთქო. მაშინ არ ვიცოდი ვინ იყვნენ ეს გულუხვი ადამიანები, რომლებიც ასეთ ლამაზ შობას ჩუქნიდნენ პატარებს.
დღეს კი როდესაც ლალიმ  დამირეკა და მითხრა, რომ მოდიოდნენ სტუმრები ორგანიზაციიდან, ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა.
ცოტა დამაგვიანდა, იქ მისულს ბედნიერი და ღიმილიანი პატარების სახეები შემომეგებნე, ძალიან ლამაზი დღე იყო და დადებითად დავიმუხტე.

მოხალისეებთან საუბარში გავარკვიე რომ ეს ჰუმანიტარული ორგანიზაცია არის “კეთილი სამარიტელი საქართველოში”, ეგრევე მომხვდა ყურს სამარიტელი, რატომ სამარიტელი? თურმე ჩვენი მოხალისეები ელდარ ლობჟანიძე და ავთანდილ დოლიძე სასულიერო სასწავლებელ დამთავრებულები ყოფილან და აქ ალბათ ყველაფერი გასაგებია თუ რა ხალხი მოღვაწეობს ორგანიზაციაში.

ორგანიზაცია “კეთილი სამარიტელი საქართველოში” დაახლოებით 10 წლის წინ შეიქმნა და ის დევნილ ბავშვებს საშობაო ამანათენს უმზადებს, ამერიკელი და ევროპის ქვეყნების ბავშვებისა და პროტესტანტული ეკლესიების დახმარებით. მართმადიდებლური ეკლესიები ნაკლებად იღებენ მონაწილეობას, რადგან ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

პროექტი რამოდენიმე წლის განმავლობაში შეწყვეტილი იყო, რადგან ის მოხვდა ისეთი პირების ხელში, რომლებიც ბავშვების ამანათებს 10 ლარად ყიდნენ.

გამახსენდა რომ ბავშობაში მეც მივიღე მსგავსი ამანათი ამერიკიდან და ამით უბედნიერესი ვიყავი,  დღეს ისევ დამეუფლა ის ბავშობის გრძნობა, როდესაც ბედნიერ სახეებს უცქერდი. და კიდევ უფრო ბედნიერი ვიყავი რადგან პატარა მაგრამ თან ძალიან დიდი საჩუქარი მეც მივიღე, ეს არის ჯიბის “ახალი აღთქმა და ფსალმუნები”.

საჩურების გადაცემის შემდეგ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ დღევანდელ ეკლესიურ ცხოვრებაზე, ძალიან ბევრი საინტერესო და ჩემთვის უცნობი ინფორმაცია მივიღე  ელდარისაგან და ავთოსგან, ძალიან დიდი მადლობა მათ ასეთი ლამაზი და ნაყოფიერი დღის მოწყობისათვის.

აქვე მინდა გაჩვენოთ ერთი პატარა ამერიკელი ბავშვის, ერთ-ერთი ამანათის ავტორის წერილი, რომელიც მან ქართველ ბავშვებს გამოუგზავნა

” hi! I would like to introduce myself to u. My name is Silas and I am very glad to meet u. I am 7 years old. I live in the USA. in Illinois State. …… I hope u like the gifts I picked for u. If u send me a letter to this address, I will write u back and we can become friends.”

მე ვისურვები, რომ მომრავლებულიყოს მსგავსი ორგანიზაციები, რომლებიც იზრუნებენ ბავშვების ბედნიერ ღიმილზე.