ჩემს შესახებ

აქამდე ვიცოდი, რომ თოვლის ფიფქების დაჭერა იყო ძნელი, მაგრამ თურმე საკუთარ თავზე ლაპარაკი ყოფილა…..მოკლედ უამრავჯერ გადავდე ეს თემა, მაგრამ მაინც ვერ აუარე გვერდი… შევეცდები ეხლა მოკლედ თუ გრძლად გაგაცნოთ ვინ ვარ მე? როგორი ვარ მე? და რა მიყვარს მე?

__ მე ვარ ქრისტი, მერე ჩემს cv-საც დავდებ და დაწვრილებით იქ…… ვარ ჯერ ადამიანი,თუმცა დედამიწისთვის ერთი პატარა ჭიანჭველა ალბათ,მაგრამ ზოგისთვის მთელი დედამიწა 🙂 ვარ შვილი, შვილიშვილი, დეიდაშვილი, ბიძაშვილი, დეიდა, მამიდა, დის შვილი, ნათლია, ნათლული,კლასელი, კურსელი, ბანაკელი, მეგობარი, დაქალი, ზოგისთვის ნაცნობი, ზოგისთის უცნობიც.
__ ვარ აქტიური, გულღია, გულწრფელი, მართალი, სტუმართმოყვარე, მოუთმენელი, ცნობისმოყვარე, მეგობრული, საყვარელი,:) ცოტათი ეგოისტი, მიმტევებელი, მიმდობი,წუნკალიც.
__მიყვარს ყველა და ყველაფერი ლამაზი და საინტერესო, მიყვარს წაფილოსოფოსება, საზოგადოებასთან ურთიერთობა , ჭორაობა, მაგრამ ამას ტაქტიანად და ფრთხილად ვაკეთებ ხოლმე. lol …. მიყვარს ხელოვნება, ვქსოვ, მიყვარს ბისერებით ლამაზი ნივთების კეთება, მიყვარს  წიგნები და კითხვა, (კერძოდ:  შილერის – “ყაჩაღები”, თეკერეის – “ამაოების ბაზარი”, დიკენსის – “დევიდ კოპერფილდი”, “მარტინ იდენი”, :პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” და ა.შ.)

ძალიან მიყვრას ჩემი მეგობრები და მათთან ყოფნა,მიყვარს ზაფხულის წვიმა, ვარსკვლავების ყურება, ფოთლების შრიალი და ტალღების დგაფუნი,მიყვარს სიცოცხლე….და კიდევ ყველაზე ყველაზე ძალიან მიყვარს ჩემი დედიკო,     რომელზეც ახლობელი არავინ არ მყავს:(
და კიდევ მიყვარხარ შენ, ხო შენ, სად იყურები? შენ გეუბნები ჩემო სტუმარო კიდევ მეწვიე…….
აბა ჰე დროებით………

Leave a comment

Leave a comment