Archives

ტრენინგ – ცენტრი მომავლის ლიდერები

 მხოლოდ წყალტუბოში ორგანიზაცია “მომავლის ლიდერები”სა და საერთაშორისო ორგანიზაცია აისეკის ერთობლივი პროექტი, მხოლოდ მათთვის ვინც ჩაეწერება რომელიმე კურსზე, საჩუქრად მიიღებს 6 კვირიან კურს უცხო ენაში უცხოელ სპეციალისტთან, რომელიც ჩამოვა მხოლოდ თქვენთვის და იმუშავებს მხოლოდ თქვენთვის. მხოლოდ 150 – 200 ლარად თქვენ წაიღებთ ცოდნას არჩეულ პროფესიაში, გაივლით მასტერ კლასს ინგლისურ ენაში და აიღებთ 2 ორ ენოვან სერთიფიკატს, რეკომენდაციას დასაქმების პერსპექტივით.<a href="https://docs.google.com/forms/d/1XIa6fcYgXlLg3uMNhNzeyjlD4MeeM6KPpGxopuzWd78/viewform
ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს იმ ადამიანების დამხმარება, რომელთაც პროფესიულ ზრდაში, კვალიფიკაციის ამაღლებაში ან ახალი სპეციალობის შეძენაში ესაჭიროებათ გარანტირებული ცოდნის მიღება, პრაქტიკული და ინოვაციური ტრენინგები.

    ტრენინგ ცენტრი “მომავლის ლიდერები”–ის მიზანია განავითარის და გააღვიძოს ადამიანების შინაგანი პოტენციალი, რათა მათ საკუთარ თავში გააღვიძონ ხანგრძლივი ბედნიერების გრძნობა, მიაღწიონ ფინანსურ შესაძლებლობებს და მათთვის სათანადო წარმატებებს.ჩვენში ადამიანები ესწრაფიან წარმატებას, მაგრამ არ ფლობენ ამის მიღწევის ტექნოლოგიებს. ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევა, პროფესიული ცოდნისა, კომპეტენტურობისა და სპეციალური უნარჩვევებს გარეშე შეუძლებელია. თუკი ჩვენთან მობრძანედებით ყოველივე ამას ჩვენ გასწავლით და თქვენთვის წარმატება გარდაუვალი გახდება.

გადარეული მარტი

ასეთი მარტი მე არ მახსოვს, ან სკლეროზი დამემართა:) ერთი სული მქონდა გაზაფხული როდის მოვიდოდა, ენძელებს, როდის დავკრეფდი და მათი სურნელებით დავტკბებოდი, როდის გადამწვანდებოდა ყველაფერი და გარეთ გასვლა გამიხარდებოდა….

მაგრამ ვინ გაგახარებს, სულ გაგიჟდა ეს მარტი, რაც ამ წლების მანძილზე არ უთოვია ეხლა მოთოვა, მთელი კვირა თოვაა გამოცხადებული, damn u!

ვალენტინობის დღესასწაულის ისტორია

ლეგენდის მიხედვით წმინდა ვალენტინი იყო ახალგაზრდა ეპისკოპოსი, რომელიც მოწყალე თვალით უყურებდა შეყვარებულთა რომანტიკულ გრძნობებს, ეხმარებოდა სასიყვარულო წერილების დაწერაში, არიგებდა განაწყენებულ წყვილებს, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ყვავილებს ჩუქნიდა. . .

ჩვ.წ.აღ. 269 წელს იმპერატორი იულიუს კლავდიუს II ემზადებოდა დაპყრობითი ომისთვის. რომის იმპერია განიცდიდა ჯარისკაცთა დეფიციტს, ამიტომ კლავდიუსმა ახალგაზრდებს აუკრძალა დაქორწინება. წმინდა ვალენტინი კი ჩუმად სწერდა ჯვარს როგორც წვევამდელებს, ასევე ლეგიონერებს. იგი მალე დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს. ლეგენდის მიხედვით, როცა ვალენტინი ციხეში იჯდა, მას შეუყვარდა თავისი ჯალათის ბრმა ქალიშვილი, რომელიც განკურნა. ასეთი დიდი იყო მისი სიყვარულის ძალა.

ჩამოხრჩობის წინ მან დაწერა გამოსამშვიდობებელი წერილი, რომელშიც სიყვარული აუხსნა ქალიშვილს და ასე მოაწერა ხელი “შენი ვალენტინი”. აქედან მომდინარეობს ღია ბარათები – ”ვალენტინები”. 469 წ. კათოლიკურმა ეკლესიამ მამაცი მღვდელი წმინდანად შერაცხა, ხოლო 14 თებერვალი მისი ხსენების დღედ დაადგინა.

უმრავლესობა ამ დღესასწაულს უკავშირებს ქრიასტიან მღვდელ ვალენტინს, რომელმაც იმპერატორის ბრძანება დაარღვია და დასაჯეს სიკვდილით. სხვა ვერსიით სწორედ 14 თებერვლიდან იწყებენ ფრინველები ზამთრის შემდეგ წყვილების ძებნას. არსებობს სხვა ლეგენდებიც ამ დღესასწაულის წარმოშობის შესახებ. თუმცა ისტორიკოსთა ცნობით, ეს ტრადიცია ინგლისში გაჩნდა. სწორედ ამ ქვეყანაში XV საუკუნიდან დაიწყეს კავალერებმა ქალბატონებისთვის სასიყვარულო ლექსების გაგზავნა. ვალენტინის დღე შექსპირის “ჰამლეტშიც” არის მოხსენებული. ნისლიანი ალბიონის სანაპიროზე ძალიან პოპულარული იყო ყველანაირი მკითხაობა.

XVIII ს-ის დასაწყისში გასათხოვარი ინგლისელები ვალენტინობის წინ ქინძისთავებით ამაგრებდნენ 5 დაფნის ფოთოლს: ერთს ცენტრში, დანარჩენს გვერდებზე. ითვლებოდა, რომ ეს მაგიური მოქმედება დაეხმარებოდა მათ საქმროს დასიზმრებაში. სხვა წარმოდგენით, 14 თებერვალს მზის ამოსვლამდე ქალიშვილს პირველად ფანჯარაში უნდა გაეხედა, მისი რჩეული დანახული მამაკაცის მსგავსი იქნებოდა. ასევე ფურცლებზე ჩამოწერდნენ პოტენციური საქმროების სახელებს, დააწყობდნენ ფურცლებს წრიულად, შემდეგ დააბზრილებდნენ ვაშლს. ვაშლის ყუნწი მიუთითებდა საქმროს ვინაობას.

ამ ტრადიციის სახსოვრად ვალენტინობის დღეს ლონდონის სუპერმარკეტებში იყიდება სპეციალური “სასიყვარულო ვაშლები” – ტუჩების და გულის ფორმით გაწყობილი.

უელსში ვალენტინობას ჩუქნიდნენ “სიყვარულის” კოვზებს. მათ თლიდნენ ხისგან და აფორმებდნენ გულებით და გასაღებით. რაც ნიშნავდა: “იპოვე ჩემი გულის გასაღები”. შოტლანდიაში ამ დღეს იმართებოდა სახუმარო საღამოები, სადაც მხოლოდ გასათხოვარ ქალიშვილებს და დასაქორწინებელ ვაჟებს იწვევდნენ. ყველა მოწვეულის სახელი მითითებული იყო მოსაწვევებზე, მათ ყრიდნენ ქუდში, შემდეგ იღებდნენ მოსაწვევებს და აწყვილებენ ქალ-ვაჟს.

XIX ს-ში გაერთიანებულ სამეფოში დაიწყეს სასიყვარულო მილოცვების კრებულის დაბეჭდვა, რომელიც ძალიან სწრაფად იყიდებოდა. კრებულიდან იწერდნენ მოწონებულ ლექსებს და რჩეულებს უგზავნიდნენ. მალე გაჩნდა სპეციალური საფოსტო მისალოცები “ვალენტინები”. რამდენიმე ხანში ეს ტრადიცია ამერიკაშიც გავრცელდა. მოსამსახურეები მისალოცებზე თავად აკრობდნენ გამხმარ ყვავილებს, ფრინველის ბუმბულს, ნიჟარებს, ხელოვნურ მარგალიტს, მაქმანს, ხატავდნენ ისრებიან ამურებს. ერთი მისალოცი 10 დოლარი….

ეს ოცნებაც აგიხდინე

– ვიცეკვოთ?
– აქ?
– ხო წამო…
– იცი ეხლა რა მინდა?
– რა გოჭი?
– ყველა რომ გაქრეს და მარტონი დავრცეთ, მე, შენ და მუსიკა…..
– მეც. ვერ ვსუნთქავ..
– რატო?
– ძალიან მაგრად მეხუტები და მაგითომ…
– სიგიჯემდე მინდა ეხლა გაკოცო…
– ყველა ჩვენ გვიყურებს..
– ვგრძნობ..ეს ოცნებაც აგიხდინე გოჭი….
– ხო და კიდევ ერთი დაგვრჩა.
– ეგ ზაფხულში იქნება, ზღვის სანაპიროზე…მმმმმმმ
– მუსიკა დამთავრდა.
– მართლა? გავაგრძელოთ რად გვინდა ჩვენ მუსიკა

რა იყო 2011 – ში?

სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო ნათქვამია, ხოდა მეც დღეს დავწერ 2011 წლის შეჯამებას, გუშინ ჩემი ბლოგი ერთი წლის გახდა, ერთი წლის აღნიშვნა არ შეიძლებაო და მეც სიტყვა არ დამიძრავს ამის შესახებ:)
მოკლედ წელს სრულიად განსხვავებული ახალი წელი მქონდა, მაგრამ მოდი ჯერ ძველ წელს მიმოვიხილავ, ცემი ნება რომ იყოს თავიდასნ დავიწყებდი და უამრავ რამეს შევცვლიდი და შავ წერტილებს გავათეთრებდი.
წლევანდელთან შედარებით შარშან
იანვარი უაზროდ დაიწყო, ერთადერთი რაც კარგი მოხდა იყო ის რომ შეიქმნა ჩემი ბლოგი, იჰააა დაბადების დღეს გილოცავ პატარავ:)
თებერვალი – რა მოხდა თებერვალში? არც არაფერი ან არ მახსოვს:( ცუდი გოგო ვარ.
მარტი – მარტში იმდენი დაბადების დღეები იყო რომ გავიწერწეეე.
აპრილი – დავიწყე მუშაობა სასტუმრო “აიეტის სასახლეში” ადმინისტრატორად,
მაისი – მირეკავენ ახალი სამსახურიდან და მთავაზობენ ადგილს, ვთანხმდენი..
ივნისი – დავდივარ ეთიკის კურსებზე.
ივლისი – იხსნება ჩემი ახალი სამსახური, რესტორანი “სტალაქტიდა”, მოგვიანებით დავწერ მასზე პოსტს ვრცლად.
აგვისტო – აქ უკვე ყველაფერი სხვაგვარადაა, იცვლება ჩემი ცხოვრება, ანუ ჩემს ცხოვრებაში იჭრება ერთი პიროვნება მთელი თავისი არსებით და მეც ის მიყვარდება, არ მოვყვები ეხლა დეტალებში რა როგორ იყო იმიტომ, რომ მხოლოდ ერთი სიტყვით შემიძლია ამ ყველაფრის გადმოცემა, ეს იყო ყველაზე ბედნიერი თვე ჩემს ცხოვრებაში.
სექტემბერი – ნელნელა უკვე ვხვდები, რომ ჩემი ბედნიერების დასასრული ახლოვდება და პატარა ბავშვივით ვებრაუჭები უკანასკნელ იმედსაც კი….
ოქტომბერი – შავი თვე “მას ცოლი მოყავს”
ნოემბერი – ერთადერთი რაც კარგი იყო ამ თვეში,იყო ის რომ პატარა გაბრიელი მოვნათლე, სხვა მხრივ კი ამ თვეს შემიძლია ვუწოდო ყველაზე უბედური ჩემს ცხოვრებაში.
დეკემბერი – ვიწყებ მუშაობას სასტუმრო “ბაგრატი 1003” – ში .
მოკლედ დასკვნა სრულიად უაზრო და ყველაზე ცუდი წელი იყო ჩემს ცხოვრებაში. იყო სილამაზეც და სიბნელეც.

“თქვენ არასდროს არ იქნებით მარტო”

მე ძალიან მიხარია, რომ დღითიდღე ბლოგოსფერო იზრდება, თუმცა საკითხავია როგორ მაგრამ ხომ იზრდება არა? არაუშავს თანდათან დაიხვეწებიან ჩემი ჩათვლით და საბოლოოდ ეგ სფეროც კარგად განვითარდება დასავლეთში.

ეხლა რას მოვაყოლე მთელი ეს ამბავი, ახლობელმა მთხოვა შევსულიყავი მითითებულ ლინკზე და რომ შევედი აღმოვაჩინე ახალი ბლოგი, სახელად “თქვენ არასდროს არ იქნებით მარტო” ძალიან გამიხარდა. თანაც უფრო მეტად იმან გამახარა, რომ ეს ყველაფერი კეთდება ჩემს ყოფილ სკოლაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ “თქვენ არასდროს არ იქნებით მარტო”

წარსულის ცრემლები

საუკუნეა არაფერი არ დამიწერია, თითქმის დამავიწყდა აქაურობა, იმდენი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ ჩამოთვლით დავიღლები 🙂 კარგიც იყო და ცუდიც, ძალიან ცუდიც, მეგობარი გარდამეცვალა. არ დავიეყებ ეხლა იმის მოყოლას თუ რა როგორ მოხდა, თუმცა კი ვაპირებდი ერთი პოსტის მისთვის მიძღვნას, მაგრამ სჯობს დაველოდო ექსპერტიზის პასუხებს და მერე უფრო თავისუფლად განვიხილავ საეჭვო ფაქტებს.

კიდევ ის მოხდა, რომ სამსახური ვიშოვე, თანაც ორი ერთად,ამაზეც მომავალ პოსტში დავწერ, ეხლა კი იმაზე რამაც გამოიწვია ჩემი დაგრუზულობა.

დილიდან ცუდ ხასიათზე ვიყავი, თუ რატომ ეგ არ ვიცოდი აქამდე, სამსახურშიც კი შენიშნეს ჩემი ცუდად ყოფნა 😦  ჩემს ექს ლოვეს ცოლი მოუყვანია  და ეგ თავად მახარა. გამიხარდა მართლა გამიხარდა და მიულოცე კიდეც, ან რატომ არ უნდა გამხარებოდა მისი ბედნიერება, მე ხომ ჩემივე სურვილით მივატოვე ის წელიწად ნახევრის წინ?  ბევრჯერ მქონია მასთნ შერიგების შანსი, მაგრამ ფეხსაც კი არ ვიცვლიდი ჩემი გადაწყვეტილებისაგან.

მაგრამ ეხლა, რომ მითხრა შენ არასოდეს არ დაგივიწყებო, ეგ იყო ბოლო წვეთი, რომ ცრემლები წამომივიდა 😦 ძნელი ყოფილა, როდესაც იგებ, რომ შენს ადგილს სხვა იკავებს, როდესაც იცი რომ ის მამაკაცი შენ რომ გიყვარდა ეხლა სხვას ეფერება და თან შენზე ფიქრობს, როდესაც რამოდენიმე კვირის წინ გთხოვდა შერიგებას და მერე უცებ იგებ, რომ დაოჯახდა და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე დრო იყო მისთვის, რომ ასე მოითხოვს ცხოვრება და რომ შენ დასავიწყებლად ცხოვრებას სხვას უკავშირებს 😦

ვზივარ და ვტირი მე ბოთე კიდევ, რისთვის? მე ხომ ის აღარ მიყვარს,მან ხომ უამრავჯერ მატკინა გული და 4 წელი წამართვა და მიისაკუთრა სამუდამოდ. ეხლა ვიღაც სხვა მოდის და გართმევს წარსულს, იკავებს შენს ადგილს ისე, რომ ამის შესახებ არაფერიც არ იცის და ალბათ ვერც ვერასოდეს ვერ გაიგებს. არ ვიცი ეხლა მასა რატომ ვწერ, ალბათ იმიტომ, რომ ამის თქმა მისთვის ვერ მოვახერხე, ხოდა ეხლა აქ ვიოხებ გულს.

უკანასკნელად ვწერ და ვფიქრობ მასზე, ვფიქრობ რა უბრალოდ წარსულის დავიწყება არც ისე იოლი აღმოჩნდა, მაგრამ მე ხომ ძლიერი ვარ და ამასაც მოვახერხებ. მას კი ბედნიერებას უსურვებ თავის ახალ ოჯახთან ერთად, მე მართლა მიხარია მისი კარგად ყოფნა……

დაიგვიანე

შენ მაშინ მოხვალ, მარტოობას როცა შეიგძნობ,
ათიათასში გამომარჩევ და მე შემიცნობ.
როს უჩემობა შეგაშინებს დაიღრიალებ,
მაგრამ რაღა დროს, უკაცრავად, დაიგვიანებ.
ჩემს სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს,
ლექსები შენზე, უშენობით აღარ იტირებს
გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ
მაგრამ რაღა დროს უკაცრავად მე ვერ გაგითბობ.
იმედის ფერი ფერს დაკარგავს და წაერთმევა
ყველაფერს სხვისით სხვა სახელი გადაერქმევა
შენ მოხვალ, როგორც უმწეო და ხელებშიშველი
მაგრამ რაღა დროს უკაცრავად, ვეღარ გიშველი.
გაგიჭირდება სიამაყეს მაინც შელახავ
წვიმაში მზეში და ნისლებში ვერსად ვერ მნახავ
მომძებნი სადაც დაგეძებდა ჩემი ფიქრები
მაგრამ რაღა დროს, უკაცრავად იქ არ ვიქნები.
მე უშენობით ვალმოხდილი დავიღრიალებ,
როცა გეძებდი, სად იყავი? დაიგვიანე
მთელს სამყაროში ერთი მყავდი ზღაპრად მიმყავდი,
ახლა რაღა დროს, უკაცრავად, მე შენ……..მიყვარდი!

>" პროფილ შოუ "

>

     “მათ თქვენი სევდა და სიხარული აინტერესებთ. ტელეკამერებით ხელში იჭრებიან ადამიანების ცხოვრებაში, მათი გამოცდილებები ეკრანზე გადააქვთ და ამ ეკრანიზებულ ცხოვრებას ვიზუალური ეფექტებითა და მარილიანი სიტყვით კმაზავენ. ისინი არიან მაყურებლის ემოციების მბრძანებელები და ჭორების ინდუსტრიის მაგნატები. ისინი არიან მაია და ნანუკა.”

     არასოდეს არ გამჩენი სურვილი ამ ორ “show women” -ზე რაიმე დამეწერა, ან გამეკრიტიკებია ან კიდევ გამელანძღა ან მექო, მაგრამ ეხლა როდესაც ორივე ერთად ვნახე ნანუკაც და მაიაც გადავწყვიტე ჩემი აზრი დამეფიქსირებინა.

     “ნანუკას შოუ” ერთ-ერთი წარმატებული შოუა საქართველოში, რომლის გარშემო უამრავი მითქმა-მოთქმაა ატეხილი. ბევრს მოსწონს, ამაზე შოუს რეიტინგიც მეტყველებს. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ეს არის გემოვნებიანი პროექტი. ნაწილი კი, აკრიტიკებს წამყვანის მეტყველებას, ჩაცმულობას, მოკლედ აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად შეიმჩნევა. მე ძალიან მომწონს დღევანდელი ნანუკა, ანუ იმიჯს ვგულისხმობ, მომწონს მასზე ეგეთი სტილი, მომწონს მისი შოუ, მისი თავისუფლება კამერებთან და როგორც დღეს ვნახეთ თავიდანვე ასეთი თავისუფალი ყოფილა “ალიონში”, გადარეული და გიჟი:)

      ქართულ ტელევიზიაში ტოქ შოუების არნახული ბუმია. ყველა მათგანი სკანდალური სიუჟეტისა და პერსონის ექსკლუზივის მოპოვებისთვის იბრძვის. ” პროფილი” მაყურებლის გადაცემაა და თუ წარმატებულია ესეც მათი დამსახურებაა.” – ამბობს მაია ასათიანი. არ ვიცი რატომ ,მაგრამ ეს შოუ ნამდვილად მაღალ რეიტინგულია, მაგრამ დრო და დრო მიჭირს პასუხის გაცემა თუ რატომ? თუმცა ადრე მეც მომწონდა ვაღიარებ, მომწონდა მაიას ასეთი იმიჯი, გრძელ თმაში გაცილებით მომხიბლავი იყო.ეხლა კი რატომღაც ძალიან მაღიზიანებს:(
     გადავქექე მთელი ინტერნეტი და მაიასა და ნანუკას რამოდენიმე სტატიას თუ ინერვიუს გაადავაწყდი. წავიკითხე და ამოვიწერე ის ფრაზები, რომლებიც ყურს მოხვდა, კარგადაც და ცუდადაც, თუმცა ამას მე არ ვიტყვი თქვენთვის მომინდია, თქვენ რომელი როგორ გხვდებათ ყურს?

 1. “მხოლოდ რეიტინგის აწევის გამო ნებისმიერ სტუმარს არ მოვიწვევ”
 2. “დიახ, თბილისის მერის მეუღლე ჩემი ახლო მეგობარია… მეგობრებს არ მალავენ”
 3. “მე მაღიზიანებს ჟურნალისტი, რომელიც ამბობს, რომ ყველა საკითხში კომპეტენტურია და გვმოძღვრავს”
 4. “ფულიანი იყო – არაფერია, ვიღაცას ქმარი წაართვა – ესეც არაფერია, ორჯერ გათხოვდე – ეს ხომ სულ არაფერია”
 5. “გულწრფელობა იქამდე უნდა იყოს მისული, სანამ საზოგადოებისთვის მისაღებია”
 6. “მართლა მაოცებს რესპოდენტების  ასეთი გულწრფელობა და ემოციურობა”

 1. “ჩემზე, იცი, რას ამბობენ? ვთქვა? მკერდის ოპერაცია გაიკეთაო… არ გამიკეთებია! არა, მართლა, აი დედას გეფიცებით”
 2. მათაც, ვინც წერს, მეზიზღება მაია ასათიანიო, ძალიან დიდი მადლობა. ეს ძალიან მახალისებს.
 3. მიუხედავად იმისა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ბევრს მლანძღავენ, ბევრ სასიცოცხლო ენერგიას ვიღებ ჩემი ერთგული მაყურებლისგან.რაც შემდეგ მაძლებინებს და მაძლევს ძალას სარეკლამო ბლოკის შემდეგ ავდგე და ისევ ვთქვა, გამარჯობა.
 4. მე ყოველთვის კონკურენციის მომხრე ვარ და არ დავმალავ, “ნანუკას შოუს” ვუყურებ და ძალიან მომწონს. რადგან ჩვენი მაყურებელი საუბრობს და პარალელებს ავლებს ამ ორ გადაცემას შორის, ეს იმას ნიშნავს, რომ ორივენი სწორი გზით მივდივართ. 
 5. როცა სამსახურს ვამთავრებ, მივდივარ სახლში და მთელ საღამოს ჩემს შვილთან ერთად ვატარებ.
 6. ძალიან მიყვარს კითხვა.

     არ ვიცი ბოლოს რა გამომივიდა, მაგრამ ასეთი ჩვევა მაქვს, ვწერ და მერე არ ვკითხულობ რა გამოდის,. ეს ცუდი წესი ბავშობიდან გამომყვა, არასოდეს არ ვამოწმებ ჩემს თავს, ვიცი ეგ ცუდია, მაგრამ ალბათ თავდაჯერებულობაც, რადგან ვენდობი ჩემს თავს:) მერე რა თუ რამე შემეშალა, მე ხომ ეხლა ვიწებ….







>თქვენს ჯინაზე მაინც არ გავწყდებით!

>

     ქართველებო მართალია დაგვიანებით , მაგრამ გილოცავთ რუსების დამარცხებას, ეს ერთი და სხვა მრავალი 🙂
     სოჭში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და რუსეთის გუნდის დაპირისპირება ბორჯღალოსანთა გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის გუნდი ანგარიშით15:9 დაამარცხა. მატჩი სოჭში სლავა მეტრეველის სახელობის მოედანზე გაიმართა.
     არ ვაპირებდი ამაზე წერას, მაგრამ გულმა ვერ მომითმინა და გითხრათ ეხლა რატომაც. 
     დღეს ახლობელს ველაპარაკებოდი სოჭში, სულ ცხელ ცხელი ამბები მაქვს, ჯერაც გაუხმაურებელი. ქართველების მატრაკვეცობის ამბავი ხომ იცით არა? ხოდა გადაწყვიტეს თურმე, რომ შეკრებილიყვნენ და ერთი ძალიან ლამაზი საღამო ეჩუქებინათ ჩვენი გამარჯვებული ბიჭებისთვის. დახურეს რესტორანი სოჭში და გაშალეს უდიდესი ქართული სუფრა…. მაგრამ მათ დაავიწყდათ, რომ რუსეთში იმყოფებოდნენ და რომ რუსები დაამარცხეს. და გამწარებულმა რუსებმა კი, ზარი მიიღეს თურმე მაღლიდან, რომ გააქვრეთ ესენი აქედანოოოო, ხოდა ვის ჰქონდა ეხლა ცხრა თავი ესენიც იმ საღამოსვე დაბრუნდნენ საქართველოში, თუმცა სპორტსმენებს აეროპორტში ასობით გულშემატკივარი დახვდა, მათ შორის იყო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი.
     ეგ არაფერი და თურმე იმასაც კი ამბობენ იქ, რომ საქართველოში მოსალოდნელია მიწისძვრაო, ზოგიერთი ქალაქი ჩაიძირებაო და ასე შემდეგ. არ უნდა გაუხმეთ ეხლა მაგათ ენა? 🙂

     და კიდევ ქართველების ბავშვები გარეთ ქართულად არ ლაპარაკობენ , იმიტომ რომ მათ რუსის ბავშვები დასცინიან, საზიზღრები 😦 ჩვენ ხომ არ ვექცევით არა მათ ასე ჩვენთან, რომ მოდიან, არა?
     მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა ეხლა საქართველოდან წასვლა, იმიტომ , რომ აქ ყოფნა გაუსაძლისია, მე მაინც ქართველი ვარ და ვამაყობ ამით, სადაც არ უნდა წავიდე ყველგან ქართველი ვიქნები და ვისაც არ მოსწონს ქვა უხლია თავში.